საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების პატივსაცემად, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა მოადგილეებთან, საკრებულოს წევრებთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ომში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
მაყურებლის წინაშე წარდგნენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები, მომღერალ ბავშვთა/ ახალგაზრდული ჯგუფები, რეგიონი და შერეკილები.
სახალხო დღესასწაული საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმში ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებმა მიიღეს, სადაც წარმოდგენილი იყო თითოეული მუნიციპალიტეტის ეთნო კუთხეები და საგამოფენო სივრცეები. შემოქმედებითი ჯგუფების მიერ გაიმართა კონცერტი.
დოკუმენტის მაკოორდინირებელ უწყებად განსაზღვრულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. სტრატეგიის დამტკიცებამდე, სავალდებულოა მათი საჯაროდ განხილვა ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობისაგან უკუკავშირის მოსმენა.
სახალხო დღესასწაული ადგილობრივ მოსახლეობას პირადად მიულოცა საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ყულიაშვილმა, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონ იარაჯულმა, პროტოსინგელოსმა დიონისე გვიმრაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მერიების მხარდაჭერით, გიდებისა და ტუროპერატორებისათვის საინფორმაციო ტური „შეიცანი ქვემო ქართლი“ ჩატარდა. ტურის ფარგლებში ვიზიტორებმა დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი და ნაქალაქარი დათვალიერეს.
18 ივნისს ეკატერინე ფავლენიშვილი დმანისის ხანსაზმულთა სახლის ბენეფიციარებს შეხვდა და საკუთარი წიგნი "ბენგალელი ვეფხვი" წარუდგინა. ავტორმა მათ საჩუქრად წიგნები გადასცა ავტოგრაფით და ტორტით გაუმასპინძლდა.
გაუდაბნოებასთან ბრძოლისა და გვალვის საერთაშორისო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 1994 წელს დაწესდა და ყოველწლიურად 17 ივნისს აღინიშნება. საერთაშორისო დღის წლევანდელი გზავნილია: „გაერთიანება მიწის გარშემო, ჩვენი მემკვიდრეობა, ჩვენი მომავალი“.
ტურნირის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დიდი დმანისის და დმანისის გუნდები. დაძაბულ შეხვედრაში დიდი დმანისის გუნდმა მოიპოვა გამარჯვება.
სკვერის მოწყობის სამუშაოები დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, პაატა ყულიაშვილთან ერთად ადგილზე შეაფასა.
5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით დმანისის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა.
,,პროგრამა შემუშავდა გასულ წელს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიასა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს CENN-ს შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის შესაბამისად.
სამუშაო შეხვედრას, დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა მურადაშვილთან ერთად, მერის მოადგილე, თემური ზურაბიშვილი და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის“ ფარგლებში. პროექტის თანამონაწილეები არიან: დმანისის მერია, ა(ა)იპ ,,სათნოების სახლი“ და ,,მხარდაჭერის სახლი“.
მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, თავისუფლების ხეივანსა და ცენტრალურ სკვერში ბავშვთა გასართობი ღონისძიება გაიმართა.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის, ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წარმომადგენლები, მათ მზრუნველობაში მყოფ ბენეფიციარებს პირადად ესტუმრნენ, მიულოცეს დღევანდელი დღე და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | 31 |
თებ 28 შბ 2026
464
თებ 24 სამ 2026
955
თებ 14 შბ 2026
1043

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 


















