,,გამომდინარე იქიდან, რომ სამუშაო ჯგუფების ამოცანაა პირუტყვის დაავადებებით გამოწვეული პრევენციის მექანიზმის გაძლიერება, ტრენინგის ბოლო ნაწილი სიმულაციურ სავარჯიშოს დაეთმო. ტრენინგზე მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება სამუშაო ჯგუფს მუნიციპალიტეტში არსებული რისკების იდენტიფიკაციასა და შესაბამისი მუნიციპალური სამსახურების საქმიანობის სწორი სტრატეგიის განსაზღვრაში დაეხმარება. აღსანიშნავია რომ, დმანისის მუნიციპალიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა ,,მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამების ფასილიტაციით“- აღნიშნა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთათვის ადამიანის უფლებების ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ იფორმაციის მიწოდებას.
ტრენინგს ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის მერი დავით ჯიქია და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების გამგებლები ესწრებოდნენ.
| დმანისის მუნიციპალიტეტში გუშინ გომარეთობა აღნიშნეს. სახალხო დღესასწაული ადგილობრივ მცხოვრებლებს პირადად მიულოცა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კახაბერ გუგეშაშვილმა, მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი ბარბაქაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა. გომარეთში ასევე იმყოფებოდა ქალაქ რუსთავის მერი დავით ჯიქია მოადგილესთან, ლაშა ლობჯანიძესთან ერთად. ამ დღესთან დაკავშირებით გომარეთში გაიმართა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება. დღის განმავლობაში გამართული ასპარეზობების დროს გამოვლინდნენ გამარჯვებულები ქართულ ჭიდაობაში, დოღში, მკლავჭიდსა და ჭადრაკში. გომარეთლების განწყობაზე ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად იზრუნა გოგონათა ფოლკლორულმა ანსამბლმა „გორდელამ“ (თსუ). საზეიმო კონცერტის მსვლელობისას მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი ბარბაქაძემ დამსახურებული და ღვაწლმოსილი გომარელები დააჯილდოვა. მამა დიონისეს (გვარამაძე), ლია ირემაძესა და თამარ გოცირიძეს გუბერნატორის ადმინისტრაციის სპეციალური სიგელი გადასცა კახაბერ გუგეშაშვილმაც. გომარეთობა უკვე 10 წელია აღინიშნება. ადგილობრივები ამ დღეს ტრადიციულად სულთმოფენობის დღესასწაულზე ზეიმობენ. |
| 2015 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ოლიმპიური ცეცხლი პირველად შემოვიდა საქართველოში. საბერძენთიდან ოლიმპიური ცეცხლი პირველად ბათუმში ჩაიტანეს. ოლიმპიური ცეცხლი 14 ივლისამდე საქართველოს 67-ი მუნიციპალიტეტის ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს მოივლის. 14 ივლისს კი, ცეცხლი დედაქალაქში შევა. ესტაფეტაში 700 მეჩირაღდნე მონაწილეობს. |
| მიმდინარე წლის 1 ივნისს დმანისის ახალგაზრდული საკრებულოს ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც გაიმართა ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერში. პატარები გაართეს მინი და მიკი მაუსის ფორმებში გამოწყობილმა ახალგაზრდებმა, გაიმართა შეჯიბრი ცარცით ხატვაში, ცეკვასა და სიმღერაში. აღნიშნული ღონისძიების განხორციელებაში დმანისელ ახალგაზრდებს მხარი დაუჭირა ააიპ დმანისის სკოლამდელი აღზრდის სამსახურმა და ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა. პატარებს დღესასწაული მიულოცეს დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა. |
| განკარგულება: ,,ააიპ დმანისის სპორტული სკოლის” 2015 წლის ხარჯთაღრიცხვისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის განკარგულებაში ცვლილების თაობაზე მომხსენებელი: ა.ნონიაშვილი განკარგულება: ქ.დმანისი, იაკობ ცურტაველის შესახვევი №15-ში მცხოვრები ლევან ტატუაშვილის საცხოვრებელი სახლის ქუჩის დაზუსტების შესახებ. მომხსენებელი: მ.ვიბლიანი |
| საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, პანათინაიკოსის სტადიონზე ანთებული ოლიმპიური ცეცხლი 2 ივნისს დმანისის მუნიციპალიტეტში ჩამოვიდა, რომელსაც დმანისის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენები დახვდნენ. პირველი ჩირაღდანი აანთო დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვეტერანმა სპორტსმენმა ლერი ბერუაშვილმა, ესტაფეტაში მონაწილეობდნენ ოლეგი გოშუანი, შუქრი ჩხეტიანი, დმანისელი წარმატებული სპორტსმენები: მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ჭიდაობა სამბოში გიორგი რეზესიძე, ევროპის და მსოფლიოს მარავალგზის ჩემპიონი ძალისმიერ სპორტში შოთა კავლელაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი - რომელიც მონაწილეობას იღებს ახალგაზრდულ ოლიმპიადაში. ესტაფეტაში ასევე მონაწილეობდნენ ვასილ ასლანიშვილი, გიორგი ნამორაძე, ლერი ავალიშვილი, ირაკლი დევნოზაშვილი, ქ. დმანისის საჯარო სკოლების მოსწავლეები მარიამ ოქრიაშვილი, თორნიკე ჩხვიმიანი, თამთა ბერუაშვილი, დათუნა ფილფანი, სალომე ბერუაშვილი და სოფო თეთრაძე. სპორტსმენებმა ოლიმპიური ჩირაღდანი დმანისის შემოსასვლელიდან ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიტანეს, სადაც გაიმართა მცირე საზეიმო ღონისძიება ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით. დამსწრე საზოგადოებას, მონაწილეებს მიესალმა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი ბარბაქაძე, მიულოცა ისტორიული დღე, ბაგრატ ნინიაშვილს კი წარმატებები უსურვა. ოლიმპიური ჩირაღდანი 26 მაისს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში აინთო. ცეცხლი საქართველოში პირველად ჩამოიტაანეს. სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ცეცხლს სულ 700- მდე მეჩირაღდნე ჩაიტანს. ოლიმპიურ ცეცხლს ბოლოს თბილისში ჩაიტანენ, სადაც ახალგაზრდული ოლიმპიადა დაიწყება. დედაქალაქს 49 ქვეყნის 3800 მონაწილე ესტუმრება, ისინი ძალებს სპორტის 9 სახეობაში მოსინჯავენ. |
| 15 ივნისი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვის დღესთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის წინ დროშები დაეშვა. დროშები დაშვებულია საქართველოს ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე. |
| 13 ივნისს ქალაქ თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, დმანისში გამგებლის - გოგი ბარბაქაძის ინიციატივით საგანგებო შტაბი შეიქმნა. შტაბის წევრები საკრებულოს თავმჯდომარე ლერი ბერუაშვილი, გამგებლის მოადგილეები, სამსახურის უფროსები და ააიპი-ს ხელმძღვანელები არიან. მუნიციპალიტეტის გამგეობა მოსახლეობას მიმართავს სურვილის შემთხვევაში ჰიგიენური საშუალებებით, პირველადი მოხმარების ნივთებითა და საკვები პროდუქტებით დახმარება გაუწიონ სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს. დახმარების მსურველები, გთხოვთ დაუკავშირდეთ დმანისის მუნიციპალიტეტის ,,ქალთა ოთახს“. |
| ყველას ვისაც სურვილი აქვს დაეხმაროს სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირებს, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე: ეროვნულ ვალუტაში: მიმღების ბანკი_ სახელმწიფო ხაზინა; მიმღების დასახელება _ ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი _ TRESGE22; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი _ 300773271 (სხვა მიმდინარე ნებაყოფლობითი ტრანსფერები, გრანტების გარდა) ამერიკულ დოლარში და ევროში: 1. Intermediary: FEDERAL RESERVE BANK OF NEW YORK, USA (USD) SWIFT CODE: FRNYUS33 ACC: 021087992 GEORG Beneficiary’s bank: NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI SWIFT CODE: BNLNGE22 Beneficiary: MINISTRY OF FINANCE OF GEORGIA IBAN: GE65NB0331100001150207 2. Intermediary: DEUTSCHE BUNDESBANK, ZENTRALE FRANKFURT AM MAIN, DE (EUR) SWIFT CODE: MARKDEFF ACC: 5040040060 Beneficiary’s bank: NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI SWIFT CODE: BNLNGE22 Beneficiary: MINISTRY OF FINANCE OF GEORGIA IBAN: GE65NB0331100001150207 |
| მიმდინარე წლის 21 ივნისს, ქ. დმანისში, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში (წმ. ნინოს ქ №56.) გაიმართება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ძალისმიერი სპორტის შემდეგ სახეობებში: ძალისმიერ ორჭიდში, უსასრულო წოლჭიმში, უსასრულო ამოწევაში, არმლიფტინგში და ბიცეფსზე აწევაში - IPSU-ს ვერსიით. დასაწყისი - 11.სთ.30 წთ. |
| ძალისმიერი სპორტის სართაშორისო გაერთიანების (INTERNATIONAL POWER SPORTS UNION), დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის, ლიბერთი ბანკის, დმანისის ფილიალის და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პაატა ხიზანაშვილის ფინანსური, მორალური და ორგანიზაციული მხარდაჭერით |
| მიმდინარე წლის 22 ივნისს დმანისის მუნიციპალიტეტში ,,ასოციაცია მრავალეროვანი საქართველოს ქალები" - რომლის დონორი ორგანიზაციაც არის ,,ქალთა ფონდი" ჩაატარა ტრენინგი თემაზე: ქალთა რეპროდუქციული და სექსუალური უფლებების დაცვა; ქალთა და გოგონათა ხელმისაწვდომობის გაზრდა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე (უსაფრთხო აბორტი, კონტრაცეპტივები, სექსუალური განათლება, სექსუალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა); შეხვედრას ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შერეული ქალთა საზოგადოება: დასაქმებულები, დიასახლისები, ტრენინგს უძღვებოდა ექიმი თერაპევტი - ძიძია ღუდუშაური. |
| სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო საჯარო მოხელეთა პროფესიული დონის ამაღლება, სპეციალურად შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამების მიმოხილვა, საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით საჭიროებების გამოვლენა და მათი გადაჭრის გზების შემუშავება. |
| მიმდინარე წლის 22 ივნისს დმანისის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა ტრენინგი სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივი დემოკრატიისათვის თემის აქტიურ ლიდერებთან. ტრენინგს უძღვებოდნენ ნონა კვახაძე და რუსუდან კოვზირიძე. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია - არის საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიერ შექმნილი არასამეწარმეო არამომგებიანი იურიდიული პირი, რომელიც აერთიანებს საქართველოს ყველა თვითმმართველ ერთეულს. ორგანიზაციის მიზანია ეროვნულ საერთაშორისო ასპარეზზე წარმოადგინოს წევრი თვითმმართველი ერთეულების ინტერესები, ხელი შეუწყოს საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის დამკვიდრებას, საქართველოს სოფლების, თემების და ქალაქების გაძლიერებას. ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს ქართულ და უცხოურ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო დონორებთან. ასოციაცია არის ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს წევრი, ასევე ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოების ასოციაციის წევრი. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოების ასოციაცია არის- არასამთავრობო ორგანიზაციათა ევროპული ქსელი რომელიც ორიენტირებულია ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებაზე და მოქალაქეთა მონაწიეობის გაზრდაზე ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ეს ქსელი აერთიანებს 13 ორგანიზაციას აღმოსავლეთ ევროპიდან, იგი აქტიურად თანამშრომლობს ევროკომისიასთან, ევროპის საბჭოსთან და ევროპის რეგიონთა კომიტეტთან. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო - საქართველო ა.დ.გ. დემოკრატიის სააგენტოს ასოციაციის წევრი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა. იგი დაფუძნებულია ქალაქების ქუთაისის, თბილისი, ასევე სტრასბურგი (საფრანგეთი) და ნიუპორტი (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობის შედეგად. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო- საქართველო აქტიურად მუშაობს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან საქართველოში უკეთესი მმართველობის, მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის. |
2015 წელს გამართულ ქვემო ქართლის ჩემპიონატში 2002-2003 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის ფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობდა 10 გუნდი, მიმდინარე წლის მარტსა და ივნისის თვეში დმანისის სპორტული სკოლის გუნდი გავიდა ფლეი-ოფში, ხოლო ფინალი ჩატარდა დმანისის ცენტრალურ სტადიონზე სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დმანისის ,,აისი" და კაზრეთის ,,მადნეული", საინტერესო და დაძაბული ორთაბრძოლის ძირითადი დრო დამთავრდა ფრედ ერთით-ერთი. თამაშის ბედი გადაწყვიტა პენალტებმა, სადაც უფრო ზუსტები აღმოჩნდნენ დმანისელები და ღირსეულად მოიპოვეს მესამე ადგილი ქვემო ქართლის ჩემპიონატზე.
| მიმდინარე წლის 3 ივლისს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობა ძიუდოში ჭაბუკთა შორის, სადაც ევროპის 48 ქვეყანა მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოც. 66 კგ. წონით კატეგორიაში საქართველო წარმოადგინა ბაგრატ ნინიაშვილმა. რომელმაც მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. ,,ეს დმანისის სპორტის ისტორიაში პირველი ოფიციალური მედალია ოლიმპიურ სახეობათა შორის. ბაგრატ ნინიაშვილი 5 ივლისს გუნდურ ასპარეზობაშიც მიიღებს მონაწილეობას" ისაუბრა ბაგრატ ნინიაშვილის პირადმა მწვრთნელმა ბესიკ მუმლაძემ. |
| მიმდინარე წლის 6 ივნისს დმანისის მუნიციპალიტეტში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ,,ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, ქალთა უფლებების დაცვის მექანიზმი“, რომელიც განხორციელდა ,,ჰორიზონტის გაფართოება: გაუმჯობესებული არჩევანი ქალთა და გოგონათა პროფესიული და ეკონომიკური განვითარებისთვის“ პროგრამის სკოლისა და განათლების კომპონენტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის გულისხმიერი მხარდაჭერით ა.შ.შ. საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, ტრენინგს ესწრებოდა ქალთა შერეული საზოგადოება (დიასახლისები, დასაქმებულები, პედაგოგები). ტრენინგის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატები და საჩუქრად სახელმძღვანელო: „სამართლებრივი გზამმკვლევი ქალებისთვის“, ტრენინგს უძღვებოდა აკაკი ხუსკივაძე ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებზე პროექტების ავტორი დასავლეთ საქართველოში, აგრეთვე ჟურნალი „ქალის სურნელი“ დამფუძნებელი და რედაქტორი, რომელიც ამჟამად მოღვაწეობს ორგანიზაცია ტრენინგ ცენტრში სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელად. |
10 ივლისიდან ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პარკში ყოველ დღე 20 საათიდან 22 საათამდე იმართება შემეცნებითი გასართობი საღამოები.საღამოებში გამოყენებულია იუმორი, სატირა, დიდი ნაწილი ეთმობა მუსიკას და მუსიკის მოყვარულებს, გარკვეული დრო გამოყენებულია შემეცნებითი ხასიათის საუბრებისათვის. ,,შედგება შეხვედრები ცნობილ და საინტერესო ადამიანებთან. მოეწყობა პოეზიის საღამოები. ჭადრაკის მოყვარულებს შევთავაზებთ ჭადრაკის თამაშს (მოყვარულებთან შეთანხმებული გრაფიკით), საღამოებში აქტიურად ჩართულ და დამსწრე აუდიტორიასთან ერთად ვიზრუნებთ პარკის და ზოგადად მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავებაზე, საამისოდ პერიოდულად მოვაწყობთ დასუფთავების აქციებს. ყოველდღე ცეკვის მოყვარულებს მიეცემათ შესაძლებლობა სასურველი ჟანრის ცეკვების შესრულებისა. გაიმართება დისკოთეკები. ასევე 10 ივლისიდან ფუნქციონირება დაიწყო რადიომ ,,დოქი“. ისაუბრა: ,,დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა - ეკატერინე ოქრიაშვილმა. საღამოებს კოორდინირებას გაუწევს სამხატვრო ხელმძღვანელი ზოია ბერუაშვილი. ტექნიკური უზრუნველყოფა: ვასილ დაუთაშვილი. წამყვანები: 1.სალომე კოდელაშვილი (ახალგაზრდული საკრებულოდან). 2.გიორგი ჯაგიევი. 3.ვანო ანდიაშვილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | 31 |
თებ 28 შბ 2026
464
თებ 24 სამ 2026
955
თებ 14 შბ 2026
1043

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 

















