რუსთავში ცხოველთა თავშესაფარი აშენდება, რომელიც მოემსახურება ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტს, მათ შორის დმანისს.ცხოველთა თავშესაფრის აშენება ქვემო ქართლის რწმუნებულის ინიციატივით განხორციელდება, კონცეპტუალური პროექტი სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრმა მოამზადა.
რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველთა თავშესაფარის მშენებლობის დასაწყებად პროექტი უკვე მზად არის.
თავშესაფარი დაახლოებით 20 000კვმ. მიწის ფართზე აშენდება და დასახლებული პუნქტისგან მინიმუმ -300 მეტრით იქნება დაშორებული. კონცეპტუალური პროექტის შექმნამდე სპეციალური კვლევა ჩატარდა , რომლის დროსაც მუნიციპალიტეტებში მიუსაფარი და მოხეტიალე ცხოველების რაოდენობის პირვანდელი აღრიცხვა მოხდა. თავშესაფარში 120 ვოლიერი მოეწყობა. თითოეულის ფართი 6 კვ. მეტრი იქნება. ტერიტორიაზე 250 ცხოველის მოთავსება იქნება შესაძლებელი.
მოეწყობა საკარანტინე ბლოკი, რომელიც დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს. დაგეგმილია საკარანტინე, სამედიცინო და პოსტოპერაციული ბლოკის გაკეთება. რეგიონის 7ვე მუნიციპალიტეტსვთითოეულს ერთი ერთეული სპეც ავტომანქანა მოემსახურება.
ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები მკაცრად იქნება დაცული. თავშესაფარში ცხელი ხაზი იმუშავებს.
ინტერმუნიციპალური თავშესაფარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.მისი ოპერირების ფინანსირებაში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი მიიღებს მონაწილეობას. მშენებლობასა და მის აღჭურვაზე ფინანსური პასუხისმგებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აიღო, ერთჯერადი კაპიტალდაბანდების თანხა 1 333 144 ლარს შეადგენს.
„თავშესაფრის მუშაობას, საქართველოს მთავრობის N 345 დადგენილების თანახმად, მონიტორინგს გაუწევს სურსათის ეროვნული სააგენტო.“
დმანისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
დაწყებულია სოფელ იფნარიდან სოფელ ბახჩალარისკენ მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა.
სამუშაოებს ახორციელებს შპს "ენკა".
პროექტის ღირებულება შეადგენს 523, 235 ლარს
მიმდინარე წლის 2 მაისს ქ.დმანისში ააიპ „ომარ მუმლაძის სახელობის სპორტულ სკოლაში“ პროექტ „სპორტი ბარიერების გარეშეს“ ფარგლებში გაიმართა დმანისის მუნიციპალური პირველობა ჭადრაკში, სადაც ერთმანეთს დმანისელი ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ. გოგონებში პირველი ადგილი დაიკავა მარიამ გოგავამ სოფ.დიდი დმანისის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მეორე ადგილზე კი სოფ.ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლის მოსწავლე საბინა მამედოვა გავიდა. ვაჟებში პირველი ადგილი დაიკავა ემილ იუსუბოვმა სოფ.ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლიდან, ხოლო მეორე ადგილზე სოფ.განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე ანზორ კავლელაშვილი გავიდა.
დმანისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
დაწყებულია სოფელ ირგანჩაიში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა.
სამუშაოებს ახორციელებს შპს "ენკა".
პროექტის ღირებულება შეადგენს 700,365 ლარს.
დმანისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. დაიწყო დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი დანიშნულების 2019 წლის გზების მოვლა-შენახვის ფარგლებში სოფელ მაშავერას მისასვლელ გზაზე გაბიონების მოწყობის სამუშაოები.
სამუშაოებს ახორციელებს შპს "გზამშენი"
სოფელ პატარა დმანისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
დაიწყო დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა დმანისში სიონის მისასვლელ გზაზე სანიაღვრე არხისა და გზის მოწყობის სამუშაოები.
პროექტის ღირებულება შეადგენს 595 161 ლარს.
სამუშაოებს ახორციელებს შპს "იბერი"
მიმდინარე წლის პირველ მაისს, ქალაქ დმანისის ცენტრალურ სტადიონზე პროექტის ფარგლებში „სპორტი ბარიერების გარეშე“, დმანისის მუნიციპალური პირველობა გაიმართა სპრინტში 60 მეტრ დისტანციაზე, სადაც ერთმანეთს დმანისელი ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ.
საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: გოგონები: I) ვეზიროვა საბინა; II) ახმედოვა დული; III) ჩხეტიანი თეთუ და ასანიძე ანა;
ვაჟები: I) ნაგიევი გიორგი; II) მურჯიკნელი დავითი; III) ფაშაევი ფარვინ და გუსეინოვი ელვინ.
პირველ ადგილოსნები მონაწილეობას მიიღებენ 7-8 მაისს გასამართ რეგიონულ პირველობაზე ქალაქ რუსთავში.
იწყება საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 85 - კმ 98 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მიმდინარე წლის 17 აპრილს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე შემდეგი განცხადების ნომრით NAT 190007910.
წინადადების მიღება მთავრდება მიმდინარე წლის 15 მაისს.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 17 274 187.00.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა მერიის თანამშრომლებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, სოციალური აქციის ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველებს მოახლოებული უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული - აღდგომა მიულოცა. აღნიშნული კატეგორიის ოჯახებს ხელმძღვანელი პირები ესტუმრნენ და მათ სააღდგომო ნობათი გადასცეს. სააღდგომო პასკისგან, ტკბილეულისგან და სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტებისგან შემდგარი სააღდგომო ნობათი დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 40 - მა ოჯახმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ დმანისის მუნიციპალიტეტში მერის - გიორგი ტატუაშვილის ინიციატივით მსგავსი სოციალური აქციები ტრადიციაა. "ჩემი სურვილია არცერთ ოჯახს სოციალური პრობლემა აღარ ჰქონდეს, დიდი ბედნიერებაა, როცა მათ გაღიმებულ სახეებს ვხედავ." - აღნიშნა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა
მიმდინარე წლის 23 აპრილს, ა(ა)იპ დმანისის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო სამსახურის, სოფელ განთიადის ბიბლიოთეკაში წიგნის ჩუქების დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საბიბლიოთეკო სამსახურის თანამშრომლები, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, პედაგოგები და მოსწავლეები. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების დასასრულს ა(ა)იპ დმანისის საბიბლიოთეკო სამსახურის ხელმძღვანელმა სოფელ განთიადის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა წიგნები.
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს „მოურავი“ „მთის ძირი“ „იმედი“ და „ბოსლები“ სასოფლო სამეურეო ტექნიკა და სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარით გადაეცა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილთან და დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი ტატუაშვილთან ერთად დმანისის მუნიციპალიტეტში კოოპერატივების მეპაიეებს შეხვდნენ და ტექნიკა გადასცეს.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა 90 % -იანი თანადაფინანსებით მიიღეს ტრაქტორი გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, მოთიბული მასის დამწნეხით და მისაბმელით ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.
კოოპერატივებს, რომლებშიც გაწევრიანებულია 100-მდე მეპაიე, მობილიზებული ფურების რაოდენობა კი 900-ზე მეტს შეადგენს, პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2000 ჰა-მდე სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარის უფლებით გადაეცა.
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამა ხელს უწყობს მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობის დასაქმებას, შემოსავლების ზრდას და მიგრაციული პროცესების შეჩერებას. სახელმწიფო პროგრამაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 39 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია ჩართული.
გიორგი ტატუაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
მიმდინარე წლის 18 აპრილს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, მერიის თანამშრომლებთან და საკრებლოს დეპუტატებთან ერთად სოფელ ქვემო ოროზმანის, ზემო ოროზმანისა და მთისძირის მოსახლეობას შეხვდა.
მოსახლეობასთან შეხვედრის მიზანს წარმოადგენს სოფლის მოსახლეობის პრობლემებისა და საჭიროებების გამოვლენა და კომპეტენციის ფარგლებში დახმარების გაწევა.
მუნიციპალიტეტის მერმა შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას გააცნო მუნიციპალიტეტში მიმდინარე სოციალური პროგრამები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.
აღსანიშნავია, რომ შეხვდრას ესწრებოდნენ მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.
მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება და მოიცავს ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს.
მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მეგი ედიბერიძე, თანამშრომლებთან, მერის მოადგილესთან ზაქარია დაუთაშვილთან, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების უფროსთან თემური ზურაბიშვილთან და მერის წარმომადგენელთან ნოდარ ადუაშვილთან ერთად სოფელ გუგუთში იმყოფებოდნენ.
შეხვედრის მსვლელობისას სოფლის მოსახლეობას გააცნეს ადგილობრივი და სახელმწიფო სოციალური პროგრამები, ადგილზე მოისმინეს ის პრობლემები და საჭიროებები, რომელიც სოფლის მოსახლეობას აწუხებს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს სოფელ გუგუთში დაგეგმილია ამბულატორიის მშენებლობა, რაც მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომს გახდის დროულად ისარგებლონ პირველადი სამედიცინო მომსახურებით.
მეტი ხელმისაწვდომობისათვის სოცილაური პროგრამები თვალსაჩინო ადგილზე იქნა გამოკრული.
მიმდინარე წლის 13 აპრილს, ქალაქ რუსთავში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გაიმართა რეგიონული პირველობა ფრენბურთში. "სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019" - ის რეგიონულ პირველობაზე დმანისის მუნიციპალიტეტის გუნდებმა (ქ.დმანისის N1 საჯარო სკოლის გუნდი ვაჟებში და სოფ.იაღუფლოს საჯარო სკოლის გუნდი გოგონებში) დაიკავეს მესამე ადგილი.
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა ტურიზმის განვითარების მიმართულებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი და არსებული გამოწვევბი განიხილეს.
აღინიშნა, რომ აუცილებელია კომპლექსური სამუშაოების ჩატარება, რათა მოხდეს ხარისხობრივი პრობლემების მოგვარება და ტურისტული სეგმენტის განვითარება. საუბარი შეხებოდა ტურიზმის სხვადასხვა სახეობას, მათ შორის ექსტრემალური ტურიზმის განვითარების კუთხით გასატარებელ ღონისძიებს. ქალაქ დმანისში, არსებული ტურისტული საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა - ვასილ დაუთაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე - "ტურისტული პოტენციალის ხედვა". შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის თანამშრომლები, პროფესორი ჯუმბერ კოპალიანი, ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრი“-ს წარმომადგენლები, ასევე დამოუკიდებელი გიდი ბესიკ ჭალიძე.
4 აპრილი დედაენის დღეა.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
საქართელოს მასშტაბით მიმდინარე ღონისძიებებს შეუერთდა დმანისის მუნიციპალიტეტი. ააიპ „ დმანისის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ფოიეში სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე იმყოფებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა დროისა და დიზაინის გამოცემების დედაენის სახელმძღვანელოების გამოფენა, მონაწილეთა მიერ გაიმართა საგამოფენო სივრციდან ყველაზე ძველი დედაენის გადაწერა, სახელწოდებით ,,ჩვენ ვწერთ დედა ენას“.
დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან მოწოდებული აპლიკაციებით მოეწყო "დედაენის" კუთხეები.
ააიპ ,,დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ სტუდიების მიერ ჩატარდა მასტერკლასები ორიგინალური ასოების შესაქმნელად.
გაიმართა კონკურსი კალიგრაფიაში სკოლებიდან მოწვეული ბავშვების მონაწილეობით, გამარჯვებული გამოვლინდა კომპეტენტური ჟიურის მიერ.
ქართლი ანბანისა და დედაენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მცირე ლექცია წაიკითხა პედაგოგმა, ნანა მიქიანმა.
ღონისძიების დასასრულს გაიმართა კონცერტი ააიპ "დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის" ბავშვთა სტუდიების მონაწილეობით.
დმანისელი ფეხბურთელების მორიგი წარმატება.
დმანისის საფეხბურთო გუნდი "აისი" მონაწილეობს 2007-2008 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის საქართველოს ჩემპიონატში.
დმანისის გუნდმა "აისი" პირველი კალენდრული თამაში ჩაატარა სტუმრად თბილისის "ვარკლეთილი"-სთან და დაამარცხა ანგარიშით 6:1 .
შემდგომი თამაში 20 აპრილს გაიმართება, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან დმანისის "აისი" და თბილისის "იბერია".
მიმდინარე წლის 12 აპრილს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, სამუშაო შეხვედრა გიმართა ააიპ დმანისის მუნიციპაიტეტის სკოლამდელი აღზრდის სამსახურის ხელმძღვანელებთან. შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე ოქრიაშვილი საუბარი შეეხებოდა საბავშვო ბაღების ავტორიზაციის წესის პროექტის განხილვას.