ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა, დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ წარმატებულ პედაგოგებს: დარეჯან ფერაძეს, ქეთევან გიორგაძეს, ხათუნა ორქიაშვილსა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ნორა ანსიანს მიულოცეს დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეები.
პედაგოგები ჩართულნი არიან მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში, შესრულებული აქვთ ყველა სავალდებულო აქტივობა და ელოდებიან წამყვანი მასწავლებლის სტატუსს.
ნორა ანსიანმა თავისი ჯამრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მიიღო საშუალო განათლება, მაგრამ მიუხედავად ამისა, დადიოდა სპეციალიზებულ დაწესებულებაში სადაც დაეუფლა სხვადასხვა ხელსაქმეებს, როგორიცაა ქარგვა, ქსოვა, თექის დამუშავება და ფარდაგის ქსოვა, მის ნამუშევრებს მიუღიათ მონაწილეობა რაიონულ და ქალაქ გარეთ გამართულ გამოფენებში.
ნორა თავის გამოცდილებას ბავშვებსაც უზიარებს და სიამოვნებით ასწავლის მათ.
მიმდინარე წლის 7 მარტს, ქალაქ დმანისის სარეაბილიტაციო ცენტრის ტერიტორიაზე აშშ-ის არმიის ევროპულ სარდლობისა და დმანისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ს საელჩოს თბილისში წარმომადგენელი ორმხრივი ურთიერთობების ოფიცერი მაიორი კვენტინ თ. დოლი, ასევე შემოსავლების სამსახის საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა "თბილისის" ლოჯისტიკის სამმართველოს მებაჟე-ოფიცერი პაატა ცერცვაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად.
გაფორმებული მემორანდუმის პირობების გათვალისწინმებით, აშშ-ის საელჩოსაგან დმანანისის მუნიციპალიტეტს გადმოეცა, ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო ინვენტარი.
გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, დედის დღის და ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, მერიის ქალთა ოთახში ცოცხალი მუსიკის თანხლებით პოეზიის საღამო გაიმართა.
საღამოზე მოწვეული იყვნენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები პოეტი და ფილოლოგი ქალები, რომლებმაც საკუთარი ლექსები წაიკითხეს და პოეზიის შესახებ ისაუბრეს. ღონისძიების დასასრულს გენდერული საბჭოს წარმომადგენლებმა პოეტ ქალებს გადასცეს სიმბოლური საჩუქრები. საღამო ცოცხალი მუსიკით გაალამაზა მარიამ ოქრიაშვილმა.
დმანისის მუნიციპალიტეტში გარე განათების ქსელის მოწყობა ეტაპობრივად მიმდინარეობს ქალაქის ქუჩებზე.
გარე განატების სისტემის მოწყობა დასრულებულია გულისაშვილის ქუჩაზე.
სამუშაოებს აწარმოებს შპს "ელექტრონი" N162 ხელშეკრულების საფუძველზე.
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა
- წინადადებების მიღება იწყება:22.03.2019 00:00
- წინადადებების მიღება მთავდება:27.03.2019 16:00
- შესყიდვის სავარაუდო ღირებულება:956`124.00 ლარი
- განცხადების ნომერი:NAT190004693
- დაფინანსების წყარო: ადგილობრივი ბიუჯეტი5.87%, პროგრამები სახელმწიფო ბიუჯეტიდან - 94.13%
- შესყიდვის ბმული:http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=297560&lang=ge
"ტრანსპორტით მომსახურების 2019 წლის მუნიციპალური პროგრამა" იწყება!
დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ ინიცირებული "ტრანსპორტით მომსახურების 2019 წლის მუნიციპალური პროგრამა" გრძელდება.
ბენეფიციარებს აღნიშნული პროგრამით სარგებლობა მიმდინარე წლის 3 მარტიდან შეეძლებათ.
პროგრამა გულისხმობს, როგორც დმანისიდან თბილისის მიმართულებით, ასევე თბლისიდან დმანისის მიმართულებით უფასო ტრანსპორტირებას.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს ქალაქ თბილისის მიმართულებით ტრანსპორტი ქალაქ დმანისის სადგურის ნაცვლად მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან გავა.
გამონაკლისს წარმოადგენს, კვირა 3 მარტი ➡️ტრანსპორტირება ქალაქ დმანისის სადგურიდან 17:00 საათზე.
უფასო ტრასპორტირების პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ სტუდენტებს, ვეტერანებს, დიალიზით დაავადებულებსა და უსინათლოებს.
ორშაბათი-პარასკევი : დმანისი - თბილისის მიმართულებით დილის 9 საათზე
ორშაბათი- პარასკევი : თბილის - დმანისის მიმართულებით 15:00 საათზე
კვირას საღამოს 17:00 საათზე დმანისი - თბილისისი მიმართულებით
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამით 2017 წელს, მთლიანი წლის განმავლობაში ისარგებლა დაახლოებით 467 - მა ბენეფიციარმა (მათ შორის სტუდენტი 326, ვეტერანი - 105 ; დიალეზი - 36. )
2018 წელს პროგრამაში მონაწილე ბენეფიცართა რიცხვი გაიზარდა თითქმის სამჯერ.
სტუდეტი - 1440; ვეტერანი - 200; დიალიზი - 76.
დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირი: მეგი ედიბერიძე
ტელ: +995 599 856 690
28 თებერვალს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, რუსთავში პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოება განვითარებისა და თანამშრომლობისათვის: ტურისტული პოტენციალის გაზრდა აზერბაიჯანისა და საქართველოს სასაზღვრო რეგიონებში“ - დასკვნითი კონფერენცია გაიმართა.
პროექტი, რომელიც კოდის სათემო განათლების ცენტრმა, ევროკავშირის თანადაფინანსებით განახორცილელა მიზნად ისახავდა განჯა-გაზახსა და ქვემო ქართლში საერთაშორისო ტურისტული მარშრუტების შექმნას და საზღვრის ორივე მხარეს ტურისტული პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობას. დაიგეგმა და ჩატარდა თემატური ტრენინგები, განხორციელდა გაცვლითი ვიზიტები დელეგაციებს შორის, მხარეების ტურისტული პოტენციალის შესწავლისა და ურთიერთობების გაღრმავების მიზნით. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში შეიქმნა 5 ტურისტული მარშრუტი, მათ შორის ორი ქვემო ქართლსა და გაჯნა-გაზახს შორის.
ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, კახა კობერიძე და ზაურ დარგალი, დონორი ორგანიზაციების წარმომადგელნები, ბენეფიციარები საქართველოდან და აზერბაიჯანიდან, პროფესორები სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან, ექსპერტები, მეწარმეები, გიდები, დაცული ტერიტორიების სააგენტოებისა და თემით დაინტერესებული ორგანიზაციის წევრები დაესწრნენ.
რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, კახა კობერიძემ, კონფერენციის მიმდინარეობისას, ქვემო ქართლის მრავალფეროვან ტურისტულ რესურსზე გაამახვილა ყურადღება და სფეროს განვითარების მიმართულებით არსებულ საჭიროებებზე ისაუბრა.
27 თებერვალს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, სხდომის მიმდინარეობისას, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სტრატეგიის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმაში ცვლილებების შესახებ იმსჯელა.
საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტებში დამატებით განსახორციელებელ, 7 მილიონ 300 ათასი ლარის ღირებულების პროექტებს, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდება.
აღსანიშნავია, რომ სოფელ განთიადში საავტომობილო გზის რეაბილიტაციისათვის, რეგიონული განვითარების ფონდიდან დამატებით 900000 ლარი გამოიყო, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 56 0000.
საერთო ჯამში სოფელ განთიადში საავტომობილო გზის რეაბილიტაციისათვის გამოყოფილია 956 000 ლარი
საბჭოს წევრებმა, რეგიონის მასშტაბით დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს და სამუშაოების მიმდინარეობა შეაფასეს.
დმანისში საჯარო მოხელეებს ინფრასტრუქტურული პროექტების ტექნიკური დავალების შედგენასთან დაკავშირებით ტრენინგი ჩაუტარდათ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში საჯარო მოხელეებს ტრენინგი ჩაუტარდათ.
რომელიც საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ინსტიტუციონალურ შესაძლებლობების განვითარებას პროექტის ციკლის მართვას შეეხება.
პროექტი, მსოფლიო ბანკის და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ არის დაფინანსებული, მუნიციპალურ ფონდს დაეხმარება, რათა პროექტის ციკლის მართვაში საქართველოს მუნიციპალიტეტების შესაძლებლობები განვითარდეს მათ ტერიტორიაზე განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამოყალიბებაში, შესყიდვაში, მართვასა და მონიტორინგში.
ტრენინგის საბოლოო მიზანი მუნიციპალიტეტების ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაა.
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ყოველი წლის 25 თებერვალს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება და ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის საპატივცემულოდ წუთიერი დუმილი ცხადდება.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დმანისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო დროშები დაუშვეს.
2019 - 2021 წლებში საქართველოში აბონენტების 90 პროცენტზე მეტი იქნება გაზიფიცირებული.
ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრის მრჩეველს რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარსა და ქვეყნის სამხარეო რწმუნებულებს 2019 - 2021 წლებში საქართველოს გაზიფიცირების სამოქმედო გეგმა გააცნო, რომლის თანახმადაც უახლოესი 3 წლის განმავლობაში აღნიშნული სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 200 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. შედეგად, ქვეყანაში აბონენტების 90 პროცენტზე მეტი იქნება გაზიფიცირებული, მათ შორის, ისეთ დასახლებებში, სადაც გაზის მიწოდება არასდროს მომხდარა.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მთიანეთში არსებული დასახლებების გაზიფიცირების საკითხი. ითქვა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით განიხილება სპეციალური პროგრამის მომზადება, რომელიც ასეთი დასახლებების გაზიფიცირებას უზრუნველყოფს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დმანისის მუნიციპალიტეტიდანაც მიეწოდა ინფორმაცია, მინიციპალიტეტში მდებარე იმ სოფლების შესახებ, სადაც არ არის ბუნებრივი აირი. აღნიშნული სოფლებიდან უმეტესობა მაღალმთიანია.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი განიხილეს.
დადგენილება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
დადგენილება : დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.
დადგენილება: დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ.
განკარგულება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის N53 08 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმისა და 2019 წელს დმანისის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი პროექტების მოწონების თაობაზე’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №50 08 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ქონების (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
მიმდინარე წლის 21 თებერვალს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში - პროექტების „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ და "საქართველოს WaSH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სათემო ინიციატივის“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშილი თანამშრომლებთან და WaSH - ის საბჭოს წევრებთან ერთად ესწრებოდა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ერთობლივი მუშაობის ერთ წლიანი ანგარიშის წარდგენა და დაინტერესებულ მხარეებთან სამომავლო გეგმების განხილვა, დმანისის WaSH საბჭოს პრიორიტეტული საკითხების წარდგენა და ახალი პროექტების გაცნობა.
პროექტის ძირითადი მიზანია სოციალურად დაუცველი მრავალეთნიკური თემების ჯანმრთელობის დაცვისა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, დისკრიმინაციის თავიდან აცილება, წყალთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და WaSH სტანდარტების დამკვიდრება დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გზით.
შეხვედრას უძღვებოდნენ პროექტის მენეჯერი ვახტანგ ქოჩორაძე და რეგიონალური კოორდინატორი მარიკო წიქორიძე.
20 თებერვალს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია სახელწოდებით - ,,ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალი“ გაიმართა.
ღონისძიება, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გახსნა. შოთა რეხვიაშვილმა ყურადღება გაამახვილა რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებზე, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, ღირსშესანიშნაობებზე და არქეოლოგიურ აღმოჩენებზე, რომლებიც საერთაშორისო ტურისტული რუქის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ.
საუბარი შეეხო რეგიონის მუნიციპალიტეტების მასშტაბით, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით, განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, აკადემიური წრეების, ტურისტული კომპანიების, მედია-ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და თემით დაინტერესებულმა პირებმა.
კონფერენცია მიზნად ისახავდა ქვემო ქართლის რეგიონში ტურიზმის სფეროს, განვითარების ხელშეწყობას და არსებული რესურსის, სწორი მართვისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებას.
აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, უკვე ჩატარდა ტურისტული ფორუმი, მოეწყო მედიატური და ადმინისტრაცია მუდმივად არის მხარდამჭერი ყველა მნიშვნელოვანი ინიციატივის, რომლებიც მუნიციპალიტეტებში სამთავრობო და კერძო სექტორის ჩართულობით ხორციელდება.
მიმდინარე წლის 16-17 თებერვალს, ქალაქ ბოლნისში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ანზორ მარგველანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა ჭაბუკთა შორის ძიუდოში, სადაც მონაწილეობა მიიღეს ა(აიპ) დმანისის ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის აღსაზრდელებმა. ტურნირში 50 კგ. წონით კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა რიჩარდი ფოლადიშვილმა და დაიკავა მეორე ადგილი.
მიმდინარე წლის 18 თებერვალს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში მერის თანამშრომლებსა და შპს "სითი ართ დეის" - წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მხარეებმა იმსჯელეს დმანისის მუნიციპალიტეტში ტურისტული ობიექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესახებ. აღნიშნული მომსახურების ღირებულება შეადგენს 24 780 ლარს.
კომპანია შპს "სითი ართ დეისი" ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში.
შეხვედრას ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი - გიორგი ტატუაშვილი თანამშრომლებთან ერთად, არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე და შპს "სითი ართ დეის" თანამშრომლები.
19 თებერვალს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, კომპანიონ ცხოველთა ქვემო ქართლის ინტერმუნიციპალური თავშესაფარის კონცეპტუალური პროექტის შესახებ იმსჯელეს.
სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირების წინაშე სპეციალური პრეზენტაცია წარადგინეს „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, სოფიო ბეროშვილმა და პროექტების მართვის მენეჯერმა, ლაშა გეგეჭკორმა.
საუბარი შეეხო რეგიონში მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისა და საქმიანობის განსახორციელებლად შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის საჭიროებას.
აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება, რომელსაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს.
დმანისის მუნიციპალიტეტში დღეს 2019 წლის საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო, რომელიც ეტაპობრივად გაგრძელდება ივნისის ბოლომდე.
გამწვევ კომისიაზე წარმოდგენილი იქნა 15 წვევამდელი.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ არიფ სულეიმანოვმა, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეული ახალგარდები პირადად გააცილა და მადლობა გადაუხადა სამშობლოს სამსახურში ჩადგომისათვის.
მიმდინარე წლის 14 თებერვალს დმანისის მუნიციპალიტეტში მედია ტური "ეროვნული და რეგიონული მედია" გაიმართა. მედია ტურის ფარგლებში ჟურნალისტები მერიის საკონფერენციო დარბაზში მერიისა და Wash-ის საბჭოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მედია ტურის მიზანია წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის შესახებ მედიის როლის გაზრდა ადამიანის უფლებების მიმართულებით წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის საკითხების გაშუქების პროცესში.
მედია ტურის ორგანიზატორები არიან: CENN, ევროკავშირისა და New World Program– ის მიერ დაფინანსებული პროექტების: „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ და “საქართველოს WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სათემო ინიციატივა (GC-WASH)”.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ მირქმას!
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 15 თებერვალს, მირქმის, ანუ უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს. ის უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია.