დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2019-01-18

მიმდინარე წლის 16 იანვარს, დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით , სოფელ განთიადში, მოსახლეობასთან ჩატარებული კონსულტაციის ოქმი.

ვრცლად
2019-01-18

მიმდინარე წლის, 18 იანვარს, დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით სოფ: კამარლოში მცხოვრებ მოსახლოეობასთან კონსულტაცია გაიმართა.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ  ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.

შეხვდრაზე განიხილეს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლობის მიერ ინიცირებული პროექტები, კერძოდ:

1)გარე განათება

2)სასმელი წყლის ბასეინისა და ქსელის რეაბილიტაცია

მერის ინიციატივით, აღნიშნული პროექტების თანადაფინანსება განხორციელდება დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის პროექტები შეირჩევა უშუალოდ მოსახლეობის გადაწყვეტილებით

ვრცლად
2019-01-16

მიმდინარე წლის 15 იანვარს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფ: დიდი დმანისში, მოსახლეობასთან ჩატარებული კონსულტაციის ოქმი.

ვრცლად
2019-01-16

მიმდინარე წლის 16 იანვარს, დმანისის ახალგაზრდული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი დურსუნ ჰასანოვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაურ დარგალი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე გაიხსენეს 1990 წლის 20 იანვარს, ბაქოს ცენტრში, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციების დროს განვითარებული მოველენები.

დიპლომატმა, სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა იმ მოვლენებზე 3 ათეული წლის წინ აზერბაიჯანში იყო. 

შეხვედრის დასასრულს ე.წ. ,,შავი იანვრის" ქრონიკასთან დაკავშირებული დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც გაიმართა.

ვრცლად
2019-01-16

მიმდინარე წლის 16 იანვარს, დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით , სოფელ განთიადში, მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა.

ვრცლად
2019-01-16

დმანისის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულია ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი.

ადგილზე იმყოფება დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი.

ადგილზე მობილიზებულია სახნძრო-სამაშველო ჯგუფი.

 ამ წუთებში ერთდროულად ორ ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი ღონისძიებები.ეს არის 26 მაისის N9  და გორგასლის N7  მდებარე კორპუსის მიმდებარე ტერიტორია.

სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ მოხდება დაზიანებული სახურავების რეაბილიტაცია.

ვრცლად
2019-01-15

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო!

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი, სოფ: დიდი დმანისის მოსახლეობას შეხვდა

ვრცლად
2019-01-14

მიმდინარე წლის 16 იანვარს, 12:00 საათზე, ქალაქ რუსთავში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, 2019 წლის ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტით დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. 
დასწრება თავისუფალია, დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მობრძანდეთ.

ვრცლად
2019-01-11

მიმდინარე წლის 11 იანვარს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, მიმდინარე პროექტების განხილვის მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი, მერის პირველი მოადგილე ბადრი სუბარი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ლევან მანთაშაშვილი და კონტრაქტორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე კონტრაქტორ ორგანიზაციებთან (მშენებელთან, პროექტანტთან და ზედამხედველთან) განხილულ იქნა პროექტებში გამოვლენილი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.

მერის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახილველად, აღნიშნული შეხვედრა ყოველ პარასკევს, 12:00-საათზე გაიმართება.

ვრცლად
2019-01-10

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 2019 წლის 1 იანვრიდან განახლდა. პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა მოხდება მოსახლეობის მიერ და შერჩევის პროცესი 2019 წლის 1 მარტს დასრულდება.

15 იანვრიდან, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ყველა ადმინისტრაციულში, ეტაპობრივად ჩატარდება დასახლებების საერთო კრებები.

იმ შემთხვევაში, თუ სოფელი ვერ მოახერხებს შეთანხმებას დასაფინანსებელ პროექტებზე, პროგრამით გათვალისწინებული თანხა ბრუნდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში (რეგფონდში) და მოხმარდება ისევ რეგიონის საჭიროებებს.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ მუნიციპალიტეტებში 5 ათასიდან 10 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის (რეგფონდის) ქვეკომპონენტი იქნება და მისი ოდენობა 20 მილიონი ლარით განისაზღვრება.

პროგრამისთვის პროექტები შეირჩევა უშუალოდ მოსახლეობის გადაწყვეტილებით დასახლებებში გამართულ საერთო კრებების სხდომებზე

პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები განსაზღვრულია და მათ შორისაა - სასმელი წყლის და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების მოწესრიგება; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზების და ხიდების მოწესრიგება; გარე განათების, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის, კულტურის ობიექტების, სპორტულ ინფრასტრუქტურის, მოედნებსა და სკვერების მოწყობა და სხვა.

ვრცლად
2019-01-10

დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრებების და ამომრჩევლებთა ნკონსულტაციების თარიღი და დრო ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით.

ვრცლად
2019-01-09

დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ ინიცირებული "ტრანსპორტით მომსახურების 2019 წლის მუნიციპალური პროგრამა" გრძელდება!

პროგრამა გულისხმობს, როგორც დმანისიდან თბილისის მიმართულებით, ასევე თბლისიდან დმანისის მიმართულებით უფასო ტრანსპორტირებას.

უფასო ტრასპორტირების პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ სტუდენტებს, ვეტერნებსა და უსინათლოებს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამით 2017 წელს, მთლიანი წლის განმავლობაში ისარგებლა დაახლოებით 467 - მა ბენეფიციარმა (მათ შორის სტუდენტი 326, ვეტერანი - 105 ; დიალეზი - 36. )

2018 წელს პროგრამაში მონაწილე ბენეფიცართა რიცხვი გაიზარდა თითქმის სამჯერ.⤵️

სტუდეტი - 1440; ვეტერანი - 200; დიალიზი - 76.

ვრცლად
2019-01-08

გიორგი ტატუაშვილმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს შობა - ახალი წელი მიულოცა

ვრცლად
2018-12-31

დღეს, მერიის საკონფერენციო დარბაზში, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა  2018 წელი შეაჯამა და გუნდს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის.

„ძვირფასო მეგობრებო, მინდა მოგილოცოთ შობა - ახალი წელი, გისურვოთ წინსვლა და წარმატებები.  ვიმედოვნებ, რომ 2019 წელი ბევრად უკეთესი და წარმატებული იქნება მე მჯერა თქვენი და მეიმედებით!

აღსანიშნავია, რომ დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა მადლობა გადაუხადა ყველას ვინც დმანისის აღმშენებლობაში იღებს მონაწილეობას (საკრებულო, მერის წარმომადგენლები).

მეიმედებით ! - გიორგი ტატუაშვილმა მერიის თანამშრომლებს დამდეგი შობა - ახალი წელი მიულოცა

დღეს, მერიის საკონფერენციო დარბაზში, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა  2018 წელი შეაჯამა და გუნდს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის.

„ძვირფასო მეგობრებო, მინდა მოგილოცოთ შობა - ახალი წელი, გისურვოთ წინსვლა და წარმატებები.  ვიმედოვნებ, რომ 2019 წელი ბევრად უკეთესი და წარმატებული იქნება მე მჯერა თქვენი და მეიმედებით!

აღსანიშნავია, რომ დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა მადლობა გადაუხადა ყველას ვინც დმანისის აღმშენებლობაში იღებს მონაწილეობას (საკრებულო, მერის წარმომადგენლები).

ვრცლად
2018-12-31

მიმდინარე წლის 26-28 დეკემბერს ქალაქ თბილისში გაიმართა საქართველოს თასის გათამაშება კიკბოქსინგში, სადაც მონაწილეობა მიიღეს დმანისის ა(აიპ) ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის აღსაზრდელებმა.

ლერი ავალიშვილი - დმანისის ა(აიპ) ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის კრივისა და კიკბოქსინგის მწვრთნელი 

- ტურნირში შემდეგი საპრიზო ადგილები დავიკავეთ: რავილ აბდურახმანოვი პირველი ადგილი. რატი ოგნაძემ, ემილ ნაბიევმა და რამილ აბდურახმანოვმა მეორე საპრიზო ადგილები დაიკავეს, ხოლო სოსო ოგნაძემ მესამე ადგილი.
სპორტსმენები დაჯილდოვდნენ მედლებით და სიგელებით ხოლო რამილ აბდურახმანოვს დამატებით გადაეცა სერთიფიკატი საუკეთესო ბრძოლისთვის.
ჩვენს სპორტსმენებს წარმატებები მიულოცეს საქართველოს კიკბოქსინგისა და ტაიბოქსინგის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლაშა ჭურაძემ და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა კიკბოქსინგში დავით ქირიამ და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
მხარდაჭერისთის მადლობას ვუხდით დმანისის ა(აიპ) ომარ მუმლაძის სპორტული სკოლას და მის დირექტორს ბ.ნ. გიორგი ოკმელაშვილს.

ვრცლად
2018-12-30

სათნოების სახლის ხელმძღვანელობამ ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და სადღესასწაულო საჩუქრები გადასცა.

ვრცლად
2018-12-28

 ა(აიპ) ,,სამუსიკო სკოლამ " 2018 - 2019 სასწავლო წლის პირველი ნახევრის საანგარიშო ღონისძიება ჩაატარა
ა(აიპ) ,,სამუსიკო სკოლამ " სასწავლო წლის პირველი ნახევრის საანგარიშო ღონისძიება მიმდინარე წლის 28 დეკემბერს ა(აიპ) ,,სამუსიკო სკოლის დარბაზში ჩაატარა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, პედაგოგები და მშობლები. შესრულდა სხვადასხვა კომპოზიტორების ნაწარმოებები. მსმენელს შესთავაზეს როიალთან შესრულებული ქართული სიმღერები.
ღონისძიებამ თბილ და მყუდრო გარემოში ჩაიარა. დასასრულს პედაგოგებმა და ბავშვებმა წინასწარ მიულოცეს ახალი წელი და კეთილი სურვილებით დაემშვიდობნენ დამსწრე საზოგადოებას.

ვრცლად
2018-12-28

დმანისის საბავშვო ბაღებში წინასაახალწლო ზეიმები ჩატარდა. ლამაზად მორთულ დარბაზში ერთმანეთს ცვლიდა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი, ცეკვა, ლექსები, მინიატურული სცენები, ზღაპირის გმირები. პატარებმა ჩვეული სიკეკლუცით აუდიტორიის მოწონება დაიმსახურეს და თოვლის ბაბუასაგან საჩუქრებიც მიიღეს. დამდეგი შობა-ახალი წელი პატარებს, პედაგოგებსა და დამსწრე საზოგადოებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს. საახალწლო ღონისძიებები მუნიციპალიტეტის ყველა ბაღის სტრუქტურულ ერთეულებში გაიმართება.

ვრცლად
2018-12-28

მიმდინარე წლის 27 დეკემბერს ქალაქ თბილისში, ძიუდოს აკადემიაში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში დიდებს შორის.

ტურნირში იასპარეზა დმანისელმა ბაგრატ ნინიაშვილმა, რომელმაც დაიკავა მესამე ადგილი.

აღსანიშნავია, რომ ბაგრატ ნინიაშვილი არის ევროპის და მსოფლიოს მრავალგზის პრიზიორი და ვიცეჩემპიონი, ასევე დიდებში ანტალიის გრამპრის ჩემპიონი.

ვრცლად
 

2025 იანვარი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები