25 ივნისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გამართა, სადაც მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რეგიონული განვითარების სტრატეგიის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმის ცვლილების შესახებ იმსჯელა.
საბჭოს წევრებმა გარდამავალი და 2019 წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს, რომელიც რეგიონის მასშტაბით, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების ხარისხზე, დასრულების ვადებზე და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირებისგან, აღნიშნული საკითხების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
საუბარი შეეხო ამბულატორიების, სასწრაფო- სამედიცინო დახმარებისა და საჯარო სკოლების შენობების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს, ასევე სოფლის მხარდაჭერისა და სტიქიის პრევენციის პროგრამების ფარგლებში განსახორციელებელ სამუშაოებს.
ა(ა)იპ კომუნალური სამსახურის თანამშრომლებმა, დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა მოსაცდელი მორეცხა.
როგორც ა(ა)იპ კომუნალური სამსახურის უფროსმა თამაზი ადუაშვილმა განაცხადა მოსაცდელების მორეცხვა სპეციალური ტექნიკის საშუალებით ჩატარდა და ზამთრის დადგომამდე სისტემატიურ ხასიათს მიიღებს.
მიმდინარე წლის 23 ივნისს, დმანისის "აისმა" კიდევ ერთი ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა კასპის "განთიადთან", რომელიც სატურნირო ცხრილში 21 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებოდა და დიდი ანგარიშით დაამარცხა 8:3 - ით სადაც მოიპოვა მორიგი სამი ქულა და სატურნირო ცხრილში უფრო მაღლა აიწია. მომდევნო კალენდარულ თამაშს "აისი" გამართავს 29 ივნისს სტუმრად ქალაქ მცხეთაში.
ქალაქ დმანისში, 2019 წლის ადგილობრივი დანიშნულების გზების მოვლა-შენახვის ფარგლებში, მოქალაქეთა
უსაფრთხო გადაადგილების მიზნით ზებრა გადასასვლელები მოეწყო. სამუშაოები შეასრულა შპს "გზამშენმა" ადგილობრივი ბიუჯეტით. სამუშაოებს ინსპექტირებას უწევდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური.
გიორგი ტატუაშვილმა სისხლის გადასხმის აქციაში მიიღო მონაწილეობა დღეს, ქალაქ დმანისში (ნანა დედოფლის ქუჩა N9) მდებარე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დმანისის რაიონულ სამსახურში, უანგარო დონორთა აქცია გაიმართა.
ადგილზე იმყოფება დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი მოადგილეებთან ერთად.
დღეს სოფელ გომარეთში ტრადიციულად სახალხო ზეიმი ,,გომარეთობა” აღინიშნა, რომელიც ყოველთვის მართლმადიდებლური დღესასწაულის ,,სულთმოფენობის” დღეს11 წელია არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძის ინიციატივით აღინიშნება.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი დაპირებების შესრულებას განაგრძობს.
მიმდინარე წლის 14 ივნისს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, კონტრაქტორ კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მიმდინარე წლის 13 ივნისს დმანისის ცენტრალურ სტადიონზე „შუქრი ჩხეტიანის სახელობის ტურნირის“ ფარგლებში გაიმართა ნახევარფინალური შეხვედრები, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ: „მალალეტკები“ – „კარაბულახი“ (3-1 პენლებში) და „გომარეთი“ 2 – 5 „ბავარია“. ფინალი „მალალეტკები“ – „ბავარია“ გაიმართება 17 ივნისს 18:00 საათზე, დმანისის ცენტრალურ სტადიონზე.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის მოთხოვნით, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საბავშვო ბაღში ახალი საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა.ატრაქციონების შეძენა-მონტაჟის სამუშაოები შპს "EXSIM MADE" - მ შეასრულა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თანხით 7200 ლარი. სამუშაოებს ინსპექტირებას უწევდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური.
დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის ააიპ ,,ჯანდაცვის ცეტრში" სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები (სტეფან დორი, ფატიმა ბერი), რომლებიც გაეცვნენ ადგილობრივ სოციალურ პროექტებს, საზოგადობრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ განხორციელებულ საქმიანობას, კითხვარის შესაბამისად ააიპ ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის დირექტორმა" ნინო ონანაშვილმა მიაწოდა დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესახებ ( რომელი დაავადების, ინფექციის, ან სხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის საფრთხის შემცველი ვირუსია გავრცელებული), მათ თავიანთი ვიზიტის ფარგლებში დაათვალიერეს ქალაქ დმანისში მდებარე ცენტრალური კლინიკა. სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდა დმანისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მეგი ედიბერიძე.
მიმდინარე წლის 11 ივნისს, დმანისის ცენტრალურ სტადიონზე "შუქრი ჩხეტიანის სახელობის ტურნირი" - ის ფარგლებში მინი ფეხბურთში შეხვედრები გაიმართა.
ერთმანეთს დაუპირისპირდნენ: "განთიადი -" კარაბულახი " 4-7, "მალალეტკები" - "მაშავერა" 5-2, "ბავარია"-"ჯავახი" 7-2, "გომარეთი" - "ამამლო" 4-3.
შეხვედრებში გამარჯვებული გუნდები ("მალალეტკები" - "კარაბულახი","ბავარია" - "გომარეთი"), ნახევარფინალში 13 ივნისს 17:00 საათზე - ცენტრალურ სტადიონზე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
გულშემატკივრებს გთხოვთ მობრძანდეთ და უგულშემატკივროთ სასურველ გუნდს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქალაქ დმანისში საქართველოს სპორტ ცეკვების ასოციაციის GDSA სარეიტინგო შეჯიბრება - "ქვემო ქართლის თასი 2019" გაიმართა.
ტურნირის ორგანიზატორები მასპინძლები იყვნენ ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სამეჯლისო და სპორტ ცეკვების სტუდიის ხელმძღვანელები (დები) ნანა და ნონა ანსიანები.
ტურნირში მოცეკვავეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან (კასპი,მცხეთა,რუსთავი, თბილისი და ა.შ) იღებდნენ მონაწილეობას.
სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გათამაშდა მედლები და თასები, სადაც ადგილობრივმა აღსაზრდელებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს და წარმოადგინეს საჩვენებელი ნომრები.
ტურნირის დასასრულს სტუმრები, მასპინძლებთან და მონაწილეებთან ერთად დმანისის მუზეუმს და ნაქალაქარს ესტუმრნენ, მათ მეგზურობა გაუწია პროფესორმა ჯუმბერ კოპალიანმა.
აღსანიშნავია, რომ ასოციაციის ეგიდით ქალაქ დმანისში ეს იყო პირველი ღონიზძიება, ტურნირის ორგანიზატორები მადლობას უხდიან დმანისის მუნიციპალიტეტის მერიას და ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრს.
სოციალური პროგრამის ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ, დღეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ათ პირს გადაადგილებისათვის დამხმარე ეტლები გადასცა.
ა(ა)იპ დმანისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი შეურთდა აქციას "მაისის წნევის გაზომვების თვე."აღნიშნული კამპანიის ფარგლებში არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგი განხორციელდა დმანისის მუნისციპალიტეტის ტერიტორიაზე, კერძოდ: სოფელები: გუგუთი, კაკლიანი, ზემო ოროზმანი და ქალაქი დმანისი.
დღეს დასრულდა ანიმაციური ფილმების მე-11 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“.
„ანიმაციის განვითარების ფონდი“-ს ორგანიზებით და დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით გუშინ დაიწყო ანიმაციური ფილმების მე-11 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“.
ფესტივალი გასართობ-შემეცნებითი ხასიათისაა და მუნიციპალიტეტში ორი დღე მიმდინარეობდა. გუშინ მოეწყო ვორქშოპი „ანიმაცია ურთიერთობის მხატვრული ფორმაა“, სადაც ხატვის ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდები გაეცნენ ანიმაციის წარმოების პროცესს და პროფესიონალ ანიმატორებთან ერთად შექმნეს მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ბათუმის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალში „თოფუზი“საკონკურსო პროგრამაში „ბავშვების მიერ შექმნილი საუკეთესო ანიმაციური ფილმი“. ფესტივალის დასასრულს ნაჩვენები იყო ვორქშოპზე შექმნილი ანიმაციური ფილმი, რომელიც მაყურებელს თავად ავტორებმა წარუდგინეს.
საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“- ის ფარგლებში ანიმაციური გმირების კოსტუმებში გამოწყობილმა მსახიობებმა დღეს ბავშვებთან ერთად მოაწვეს ქუჩის თეატრალიზებული მსვლელობა ე.წ. „ბარაბან-შოუ“. ბავშვებისთვის კინოჩვენების შემდეგ გაიმართა წამახალისებელი ვიქტორინა, გამარჯვებულებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები. ანიმაციური ფილმის ავტორები დაჯილდოვდნენ დიპლომებით.
დღეს დმანისის მუზეუმმა სეზონი გახსნა.
სეზონის გახსნასთან დაკავშირებით დმანისის ნაქალაქარში ადამიანის ევოლუციის ამსახველი ციფრული პლატფორმის პირველი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ეროვნული მუზეუმის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა.
"სილიკონ ველი" თბილისის სპეციალისტებმა, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან პარტნიორობით, დმანისის მუზეუმში არსებული არტეფაქტების 3 D მოდელების რეალურ გარემოში ინტეგრაცია დაიწყეს. არტეფაქტების პირვანდელი მდგომარეობის შესაბამისად, ერთიანი ვიზუალიზაცია უპრეცედენტოა საქართველოს სამუზეუმო სივრცისთის და დამთვალიერებელს მუზეუმში ვიზიტისას სრულიად ახალ, განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს.
დმანისის მუზეუმში მისულ დამთვალიერებელს საშუალება ექნება შექმნილი აპლიკაციის გამოყენებით, იხილოს მისთის საინტერესო ნიმუშის ტექნოლოგიებთან ადაპტირებული ვერსია, აგრეთვე გაეცნოს ექსპონატის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ციფრული გიდის გამოყენებით.
პროექტის განხორციელება რამდენიმე ეტაპს მოიცავს, პირველ ეტაპზე, დმანისის მუზეუმის დამთვალიერებელი ვირტუალურ და გაფართოებულ რეალობაში წარმოდგენილი უძველესი ადამიანის ნაშთებს - ზეზვას და მზიას ნიმუშებს იხილავს.
სეზონის გახსნას სტუმრობდნენ: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული - შოთა რეხვიაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი - გიორგი ტატუაშვილი, ეროვნული მუზეუმის დირექტორი - დავით ლორთქიფანიძე, თურქეთის ელჩი - ფატმა სერენ იაზგანი, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - მარიამ ქვრივიშვილი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორთან ერთად.
აპრ 30 ხუთ 2026
1383
აპრ 30 ხუთ 2026
1572
აპრ 28 სამ 2026
1523
აპრ 28 სამ 2026
1535
აპრ 28 სამ 2026
1529

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 


















