დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2019-07-16

დმანისის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი ლამაზი სივრცე შეემატება. 

დმანისის მუნიციპალიტეტმა, მიმდინარე წლის 15 ივლისს, გამოაცხადა ტენდერი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში სკვერის რეაბილიტაციისა და მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის შესახებ. 

პროექტის ღირებულება შეადგენს 528`034 ლარს.

სკვერში გათვალისწინებული იქნა კომბინირებული (მინიფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი) ხელოვნურ საფარიანი სტადიონი, რომელიც დაიყოფა ორ- სათამაშო და სამაყურებლო ზონად 36 დასაჯდომი სკამით, სკვერში განთავსდება სატრენაჟორო დეკორატიული ფარდული 5 ტრენაჟორით, მოეწყობა საზოგადოებრივი ტუალეტი ქალებისა და მამაკაცებისათვის, ასევე შშმ პირებისათვის სათანადო აქსესუარებით. სკვერში განთავსებული იქნება დეკორატიული ფანჩატური და ქვიშის მოედანი სათამაშო–გასართობი აქტრაქციონებით.

ვრცლად
2019-07-16

დმანისის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას ახალ სერვისს სთავაზობბს.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა ცხელი ხაზი. მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დღეიდან შეძლებს ახალი საინფორმაციო სერვისით სარგებლობას.

დღეიდან იმუშავებს ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერი 599-85-68-70; ზარებს პირადად უპასუხებს ა.ა.ი.პ. ,,დმანისის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახურის” ხელმძღვანელი - თამაზი ადუაშვილი.

ცხელ ხაზზე შეგეძლებათ დარეკოთ


  • გარე განათების სისტემის დაზინების შემთხვევაში 
    ასევე თუ უბნებში არსებული ნაგვის ბუნკერები იქნება გადავსებული, რათა შესაბამისმა სამსახურებმა მიიღონ დროული ინფორმაცია და უმოკლეს დროში მოხდეს პრობლემის აღმოფხვრა.

ვრცლად
2019-07-15

მიმდინარე წლის 13 ივლისს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დმანისის რაიონულ სამსახურში ( ქ.დმანისი. ნანა დედოფლის ქუჩა N9), პროფესორ გია ნემსაძის „კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი“-ს ონკოქირურგებმა უფასო კონსულტაციები ჩაატარეს.

აქციის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ქონდა მიეღო სხვადსახვა დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომსახურება.

კონსულტაცია მოიცავდა ყველა ონკოლოგიურ და არაონკოლოგიური პათოლოგიებს:

ძუძუსა და გინეკოლოგიური პათოლოგიები, კანისა და რბილი ქსოვილების წარმონაქმნი, მუცლის ღრუს ორგანოები, თავისა და კისრის მიდამოს წარმონაქმნები, უროლოგიური დაავადებები.

უფასო კონსულტაციები ჩაატარეს:

მამოლოგი: გია ნემსაძე, ლელა ფანგანი;
თორაკალური ქირურგი: ლადო კუჭავა;
ონკოქირურგი: გურამ მენთეშაშვილი;
უროლოგი: ბესო ხვედელიძე;
გინეკოლოგი: მარიკა გაბლიშვილი;
რადიოლოგი: ბელა ბურდული;

აქციის ფარგლებში, პაციენტებმა უფასო კონსულტაციის მიღება შეძლეს ჩამოთვლილი მიმართულებიდან ერთ სპეციალისტთან. აგრეთვე ექიმის დანიშნულების მიხედვით ჩატარდა ექოსკოპიური კვლევა.
აღსანიშნავია, რომ უფასო გამოკვლევა 112 პაციენტს ჩაუტარდა.

ვრცლად
2019-07-12

დმანისის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე გაზიფიცირება დასრულებუია სოფელ ვაკეში, ხოლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სოფლებში: კიზილქილისა, პანტიანი, შინდლარი. გაზფიცირების სამუშაოები დასრულდება სექტემბრის ბოლოს.
პროექტს ახორციელებს შპს "სოკარ ჯორჯია გაზი".

ვრცლად
2019-07-12

დმანისის მუნიციპალიტეტში განვითარებულ სტიქიის შედეგებს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, მოადგილეებთან და ზარალის შემსწავლელ კომისიასთან ერთად სწავლობს.
დმანისის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის წევრები სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ და ადგილზე შეხვდნენ დაზარალებულ მოსახლეობას.

ვრცლად
2019-07-10

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლები დმანისის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ტატუაშილს შეხვდენენ

მიმდინარე წლის 10 ივლისს, დმანისის მუნიციპალიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლები.

გაიმართა პრეზენტაცია სკოლის სასწავლო პროგრამების, სკოლის საქმიანობისა და მიმდინარე სიახლეების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში მოხდა საჯარო მოხელეთა გადამზადების კუთხით არსებული საჭიროებების, პრობლემების გამოვლენა და ანალიზი.

შეხვედრას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები.

ვრცლად
2019-07-10

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში  სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა, მოადგილეებთან- ბადრი სუბართან და არიფ სულეიმანოვთან ერთად, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გამართა. 

გიორგი ტატუაშვილმა  შეხვედრაზე სამსახურის უფროსებთან ერთად განიხილა ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, ასევე მოისმინა  სამსახურების მიერ, გასულ კვირას გაწეული სამუშაოები.

სხდომაზე ასევე, გნიხილეს  მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და არსებული მდგომარეობა.

მერმა თითოეული სამსახურის უფროსს დაავალა სწრაფი რეაგირება ყველა იმ პრობლემაზე, რაც მოსახლეობას აწუხებს.

ვრცლად
2019-07-10

"არტ-გენი" 2019 დაიწყო! საერტაშორისო ფესტივალი "არტგენი-2019" -ის ფარგლებში ქ.თბილისში ღია ცის ქვეშ ,კუს ტბის მიმდებარედ ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიზე გამართულ მე-16 ფესტივალზე მონაწილეობა მიიღო ააიპ"დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა" .

საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ხატვის,რეწვის და ხეზე კვეთის წრეების აღსაზრდელთა და პედაგოგების ნამუშევრები, ასევე ეთნოგრაფიული მასალა. საღამოს დასკვნით კონცერტზე,სადაც გამოდიოდნენ გურიისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები, მაყურებლის წინაშე საინტერესო რეპერტუარით წარსდგა ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი "შგარიდა".

„არტ-გენი“, ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ყოველწლიური ფესტივალი, ეწყობა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. საფუძველი ჩაეყარა როკ-მუსიკოს ზაზა კორინთელის („ზუმბა“) ინიციატივით 2004 წ. ფესტივალის მიზანია ქართული ხალხური შემოქმედების პოპულარიზაცია, უცნობი ნიმუშების შეკრება და საზოგადოებისათვის გაცნობა. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა კონცერტები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან მოწვეული მუსიკალური შემსრულებლების მონაწილეობით, ასევე ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების გამოფენა-გაყიდვები.

ვრცლად
2019-07-09

ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატი 2007-2008 წლებში დაბადებულთა შორის. დმანისის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა მორიგი საფეხბურთო მატჩი, სადაც ერთმანეთს დმანისის "აისი" და განთიადის " აგარა" დაუპირისპირდნენ. 

თამაში დასრულდა განთიადის "აგარას" გამარჯვებით, ანგარიშით 5:2.

ვრცლად
2019-07-06

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლების შეხვედრა დმანისის მოსახლეობასთან.

2 და 4 ივლისს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლში, თემურ სუყაშვილმა, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში - დიდ დმანისსა და გომარეთში ადგილობრივ მოსალეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა.

შეხვედრებზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროს წარმომადგენელმა ისაუბრა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ანტიდასავლლური პროპაგანდის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, სტრატეგიული პარტნიორებისა და ორგანიზაციების მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებებზე და ამ მხრივ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვლობაზე.

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტური კომუნიკაციის დამყარება.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საინფორმაციო ცენტრმა ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობის და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო. პროექტის ფარგლებში შეხვედრები, მრგვალი მაგიდის დისკუსიები და სემინარები გაიმართება რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში.

ვრცლად
2019-07-04

ააიპ დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში,
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში ტრენინგი გაიმართა - თემაზე პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვაზე საქართველოში.

ტრენინგს ესწრებოდნენ სოფლის ექიმები, ექთნები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, შპს რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის გინეკოლოგები და კლინიკური მენეჯერი.

ტრენინგს უძღვებოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი იმუნიზაციაში - თამარ დოლაქიძე.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან იწყება ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვა. ვაქცინაცია ტარდება 10,11,12 წლის გოგონებში. აცრა არის ორ ეტაპიანი ექვსთვიანი ინტერვალებით. ცენტრი უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ასაცრელი მასალით.
აცრა იცავს მოსალოდნელი საშვილოსნოს ყელის და სხვა მრავალი სიმსივნური დაავადებებისგან მოზარდს.

ტრენინგს უძღვებოდა

ვრცლად
2019-07-04

მიმდინარე წლის 24-30 ივნისს, ქალაქ ბათუმის ბონის კულტურის ცენტრში, საერთაშორისო ფესტივალი სახელწოდებით "SWEET FOLK" გაიმართა.

ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს უკრაინის, თურქეთის, ბულგარეთის, კვიპროსის და საქართველოს წარმომადგენლებმა ყველა კუთხიდან.

საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდნენ დმანისის ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ქორეოგრაფიული სტუდია "დმანისის" აღსაზრდელები.

ვრცლად
2019-07-02

2 ივლისს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, შოთა რეხვიაშვილთან ერთად, საქართველოს პარლამენტში მუნიციპალიტეტების მაჟორიტარ დეპუტატებთან, მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი- კახაბერ ოქრიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე- მერაბ ოქრიაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი- გიორგი ტატუაშვილი და მერის მოადგილე ბადრი სუბარი.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რეგიონის მასშტაბით, 2020 წელს, განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს და პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს.

მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილა პროექტების რაოდენობისა და დაფინანსების მზარდ ტენდენციაზე, ასევე სამუშაოების შესრულების ხარისხზე. შოთა რეხვიაშვილმა ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეზე პროცესში ჩართულ ხელმძღვანელ პირებს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო, 2019 წლის პროექტების შესრულების გეგმას, ასევე განხორციელდა რუსთავში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგი გაგარინისა და კოსტავას ქუჩებზე, სადაც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია ხორციელდება.

ვრცლად
2019-07-03

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრა მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში.

შეხვედრას უძღვება დმანისის მუნიციპალიტეტის  მერი, გიორგი ტატუაშვილი.

ვრცლად
2019-07-01

დმანისელი ფეხბურთელების მორიგი წარმატებული თამაში. 

მიმდინარე წლის 29 ივნისს, დმანისის საფეხბურთო გუნდმა "აისი", ქალაქ მცხეთაში გასვლითი თამაში გამართა  და მოიპოვა გამარჯვება ანგარიშით 2-1, რის შედეგადაც მიითვალა მორიგი ერთი ქულა. 

შემდგომ თამაშს "აისი" გამართავს 4 ივლისს, დაბა კოდაში. 

ვუსურვოთ წარმატებები ჩვენს ფეხბურთელებს. 

ვრცლად
2019-06-25

25 ივნისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გამართა, სადაც მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რეგიონული განვითარების სტრატეგიის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმის ცვლილების შესახებ იმსჯელა.

საბჭოს წევრებმა გარდამავალი და 2019 წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს, რომელიც რეგიონის მასშტაბით, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების ხარისხზე, დასრულების ვადებზე და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირებისგან, აღნიშნული საკითხების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

საუბარი შეეხო ამბულატორიების, სასწრაფო- სამედიცინო დახმარებისა და საჯარო სკოლების შენობების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს, ასევე სოფლის მხარდაჭერისა და სტიქიის პრევენციის პროგრამების ფარგლებში განსახორციელებელ სამუშაოებს. 

ვრცლად
2019-06-25

ა(ა)იპ კომუნალური სამსახურის თანამშრომლებმა, დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა მოსაცდელი მორეცხა.
როგორც ა(ა)იპ კომუნალური სამსახურის უფროსმა თამაზი ადუაშვილმა განაცხადა მოსაცდელების მორეცხვა სპეციალური ტექნიკის საშუალებით ჩატარდა და ზამთრის დადგომამდე სისტემატიურ ხასიათს მიიღებს.

ვრცლად
2019-06-24

მიმდინარე წლის 23 ივნისს, დმანისის "აისმა" კიდევ ერთი ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა კასპის "განთიადთან", რომელიც სატურნირო ცხრილში 21 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებოდა და დიდი ანგარიშით დაამარცხა 8:3 - ით სადაც მოიპოვა მორიგი სამი ქულა და სატურნირო ცხრილში უფრო მაღლა აიწია. მომდევნო კალენდარულ თამაშს "აისი" გამართავს 29 ივნისს სტუმრად ქალაქ მცხეთაში.

ვრცლად
2019-06-24

ქალაქ დმანისში, 2019 წლის ადგილობრივი დანიშნულების გზების მოვლა-შენახვის ფარგლებში, მოქალაქეთა
უსაფრთხო გადაადგილების მიზნით ზებრა გადასასვლელები მოეწყო. სამუშაოები შეასრულა შპს "გზამშენმა" ადგილობრივი ბიუჯეტით. სამუშაოებს ინსპექტირებას უწევდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური.

ვრცლად
2019-06-19

გიორგი ტატუაშვილმა სისხლის გადასხმის აქციაში მიიღო მონაწილეობა დღეს, ქალაქ დმანისში (ნანა დედოფლის ქუჩა N9) მდებარე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დმანისის რაიონულ სამსახურში, უანგარო დონორთა აქცია გაიმართა.

ვრცლად
 

2026 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები
თებ 24 სამ 2026
1022