20 დეკემბერს, უცნობი ქართველი რეპრესირებული მოდერნისტი პოეტის, ვანლერ დაისელის-ივანე ბაბუაძის წიგნის „მზის სისხლის“ პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებსა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სამუშაო შეხვედრაზე, დიალოგის რეჟიმში იმსჯელეს, 2019 წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროეტებზე, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სფეროში არსებულ საჭიროებებზე.
მიმდინარე წლის 4-5 დეკემბერს, ქ. თბილისში ჩატარდა საქართველოს რეზერვის მზადების ეროვნული ცენტრის ღია პირველობა ძიუდოში.
მიმდინარე წლის, 20 დეკემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტს, აშშ-ის საელჩოსგან, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, გრანტის სახით, გადმოეცა 94,370.00 აშშ დოლარის ღირებულების სატრანსპორტო საშუალება – გრეიდერი.
გრედიერის გადმოცემის ცერემონიას ესწრებოდა აშშ-ს საელჩოს თბილისში წარმომადგენელი ორმხრივი ურთიერთობების ოფიცერი მაიორი კვენტინ თ. დოლი, ასევე შემოსავლების სამსახუს საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა "თბილისის" ლოჯისტიკის სამმართველოს მებაჟე-ოფიცერი პაატა ცერცვაძე.
შეხვედრაზე იმყოფებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დმანისის მუნიციპალიტეტი, მდებარეობს მაღალმთიან ზონაში, სადაც 58 დასახლებული პუნქტიდან 49 დასახლებულიპუნქტი არის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე, მოახლოებულია ზამთრის სეზონი, რა დროსაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსალოდნელი ნალექებისაგან დაზიანებული გზების დაუყოვნებლივ გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება, როგორც წვიმის დროს ასევე დიდთოვლობის პერიოდში
აღნიშნული სახის ტექნიკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებობა, წარმოადგენს გზებზე არსებული გადაუდებელი პრობლმებზე დაუყოვნებლივი რეაგირების ეფექტურ საშუალებას.
მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, ა(ა)იპ „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის“ წამომადგენლება შეხვედრა გამართეს, დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების (კატა/ძაღლი) მაქსიმალურად მიახლოებული ჯამური რაოდენობის განსაზღვრის კვლევის ჩატარების თაობაზე.
მიმდინარე წლის 15-16 დეკემბერს, ქ.ბოლნისში ჩატარდა 2008 წელს, საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული, საბა დადვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი ჭიდაობა ძიუდოში.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, ქალაქ დმანისის ადმინისტრაციულ ერთეულში ემზარ პეტრიაშვილმა, სოფელ ვაკეში, ამამლოში, გომარეთში და ბოსლებში მცხოვრებ ბენეფიცარებს გადაადგილებისათვის დამხმარე ეტლები გადასცა.
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკეში გაზიფიცირების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს
პროექტს შპს "სოკარ ჯორჯია გაზი" ახორციელებს.
10 დეკემბერს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციაში, სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ტრადიციულად მხარის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი უძღვებოდა.სხდომას გუბერნატორის მოადგილეები, ზვიად ჭუნაშვილი, კახა კობერიძე, ზაურ დარგალი და მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
საბჭოს წევრებმა, დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს. საუბარი შეეხო 2018 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულ სამუშაოებს და რეგიონული განივითარების სტრატეგიის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმას.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე, კახა კობერიძე რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო.
ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციების და რეგიონული მედიის წარმომადგენლებს, საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ და სააგენტოს წარმომადგენლებმა, რეფორმის მნიშვნელობასა და უპირატესობებზე ისაუბრეს და მოსახლეობის სარგებელზე გაამახვილეს ყურადღება. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და თემით დაინტერესებულმა პირებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები უშუალოდ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისგან მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ინერგება ე.წ. სამსვეტიანი საპენსიო სისტემა, რომლის ფარგლებშიც მოხდება წლების განმავლობაში მონაწილის მიერ გამომუშავებული ხელფასის პროპორციული თანხების დაგროვება ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე და გაცემა შესაბამისი ასაკის მიღწევის შემდეგ.
ფინანსური ხარჯებისა და სარგებლის შედარების საფუძველზე საუკეთესო ალტერნატივას ნაწილობრივ სავალდებულო 2%+2%+2% სისტემა წარმოადგენს.
დღეს, ა(აიპ) დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფოიეში კონკურსი გაიმართა თემაზე "საშობაო კალენდარი".
აღნიშნულ კონკურსში ჩართული იყვნენ საჯარო სკოლების პირველი საფეხურის მოსწავლეები.
მოწონებული "კალენდარი" - ს ავტორი N 1 საჯარო სკოლა გამოვლინდა ფარული კენჭისყრით, რომელიც დაჯილდოვდა აკვარიუმით თევზებთან ერთად. ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა ინფორმაცია თემაზე "გერმანელები დმანისში".
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი "112"-ის თანამშრომლებმა დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს.
ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეხვედრის მონაწილეებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია და მსხვერპლის დაცვის მექანიზმები, ასევე, ამ მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები გააცნეს.
შეხვედრებზე ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის და დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულის პრევენციის მექანიზმებსა და აღნიშნულ დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირების მეთოდებზე ისაუბრეს.
"112"-ის წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის - 112-ის და ცენტრის ინოვაციური სერვისის - მობილური აპლიკაციის შესახებ, რომლის მთავარ უპირატესობას ადგილმდებარეობის განსაზღვრა წარმოადგენს. აპლიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა "SOS - ჩუმი განგაში". ისეთ სიტუაციებში, როდესაც მომხმარებელს საუბარი არ შეუძლია და ზარის განხორციელებით შეიძლება საფრთხე შეექმნას, მას შეუძლია გამოიყენოს "SOS - ჩუმი განგაშის" ფუნქცია, მაგალითად, ოჯახური ძალადობის, გატაცების, ყაჩაღობის დროს ან სხვა მსგავს გადაუდებელ შემთხვევებში და დახმარება ითხოვოს.
შეხვედრებს ესწრებოდნენ თვითმმართველობის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა.
შეხვედრების დასასრულს დისკუსია გაიმართა.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს.
მიმდინარე წლის 01 დეკემბერს ქ.დმანისისის N3 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“_ის მუნიციპალური ეტაპის ფარგლებში ჩატარდა ტურნირი ფრენბურთში, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გუნდები.
22 ნოემბერს, ქალაქ რუსთავის ისტორიულ მუზეუმში, რუსთავისა და ქვემო ქართლის მხატვართა გაერთიანება ,,გამა“-ს წევრთა ნამუშევრების ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ორენოვანი ალბომი ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივითა და რეგიონის მუნიციპალიტეტების აქტიური მხარდაჭერით დაიბეჭდა. ღონისძიების ფარგლებში სტუმრები მხატვრების მიერ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილ ექსპოზიციას გაეცნენ.
22 ნოემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ,,ქალთა ოთახში" ჩატარდა ,,დმანისის მუნიციპალიტეტის შეზღდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს" მორიგი სხდომა.
საბჭოს წევრრმა ინფასტრუქტურის სამასხურის უფროსმა ლევან მანთაშაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია 2019 წლის პროექტებზე, სადაც ყველა ობიექტის მშენებლობა რეაბილიტაციისას გათვალისწინებულია შშმ პირებისათვის პანდუსების და სველი წერტილების მოწყობა.
სხდომას ესწრებოდა საბჭოს შშმ წევრი გიორგი დოლიაშვილი, რომელმაც გამოთქვა ინიციატივა, რომ იქნებ შეხვედრა გაიმართოს იმ პირთათვის, ვისაც სურვილი ექნება საკუთარი ფიზიკური თუ გონებრივი რესურსის გამოვლენა მოახდინონ და ჩაერთონ სხვადახსხა სახის ღონისძიებებში, რაზეც სრული მხარდაჭერა მიიღო საბჭოს წევრებისაგან და ინიციატივის განოხრციელებას მერიის კულტურის, ახალგაზროდბის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამსახური გაუწევს.
სხდომაზე დამსწრე საზოგადოება გაეცნო მიმდინარე წელს სხვადასხვა ორგანიზაციებიდან მიღებულ ინფორმაციებს, რომლებიც ასევე სამომავლოდ გეგმავენ შშმ პირთა გააქტიურებას როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე რეგიონულ დონეებზე.
სხდომას ორგანიზება გაუწია მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, დმანისის მუნიციპალიტეტს ტყის ხანძრის ახალი მანქანა გადაცსა.
დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გუსეინ ისმაილოვი უძღვებოდა.
სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი,
დმანისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვა,
დადგენილება : ,,დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ‘’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე,
განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ უძრავი ქონების (არასასოფლო - სამეურნეო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით, აღნაგობით სარგებლობის უფლებით გაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
სხდომამ სამივე საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.
http://dmanisi.gov.ge/files/uploads/ბიუჯეტი 2019 წლის.pdf
http://dmanisi.gov.ge/files/uploads/ბრძანება 2019 წლის ბიუჯეტის გამოქვეყნების შესახებ.pdf
http://dmanisi.gov.ge/files/uploads/პრიორიტეტის დოკუმენტი 2019წ..pdf