2004 წლიდან, ყოველწლიურად, 14 ნოემბერს დიაბეტის მსოფლიო ფონდი დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით მსვლელობას აწყობს. ნებისმიერ მსურველს ნებისმიერ ქვეყანაში ეძლევა შესაძლებლობა თავის ქვეყანაში ჩაერთოს და მიიღოს მონაწილეობა მსვლელობაში.
2014 წლიდან საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაც შეურთდა ამ მსოფლიო წამოწყებას და წელსაც, ტრადიციულად 14 ნოემბერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ გლობალური კამპანიის ფარგლებში ჩაატარა საგანმანათლებლო სესიები და მოაწყო მსვლელობა დმანისის მუნიციპალიტეტში სლოგანით „ერთად გადავდგათ ნაბიჯი დიაბეტის დასამარცხებლად“.
"ეს ღონისძიებები მიზნად ისახავს დიაბეტის პრევენციის, მართვის და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის შესახებ ცოდნის ამაღლებას. მსვლელობის დროს სწჯს მოხალისეებმა გაავრცელეს საინფორმაციო მასალა, დიაბეტის რისკ ფაქტორების, პრევენციის შესახებ და შეეცადნენ, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიაზროს დიაბეტის წინააღმდეგ გაერთიანების და რაც მთავარია ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა" - აღნიშნა პროგრამის ხელმძღვანელმა მზია დევნოზაშვილმა.
საქართველოს სამოყვარულო ლიგის ჩემპიონატში, ტრადიციულად წელსაც ჩაერთო დმანისის მუნიციპალიტეტი!
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საჯარო მოხელის სამუშაოს შეფასების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება GIZ-ის, შპს ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველოს (PwC) და საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლობით, დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში სამუშაო შეხვედრების მეორე ეტაპი გაიმართა.
შეხვედრის თემა შეეხებოდა უკუკავშირის თემატიკას და თანამშრომლებთან კომუნიკაციის საკითხებს
მიმდინარე წლის 4 ნოემბერს სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეზე, ზიაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დმანისში საიუბილეო წლის მთავარი ღონისძიებები გამართა.
ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფოიეში წარმოდგენილი იყო სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის ექსპონანტები. მუზეუმის თანამშრომლებმა გააკეთეს მოკლე მიმოხილვა სულხან-საბა ორბელიანის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.
სცენაზე სულხან-საბა ორბელიანის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი ,,სიბრძნე სიცრუისა“ გათამაშდა. რეჟისორი: თამარ ხიზანიშვილი.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში მიმდინარე წლის 3 ნოემბერს მაგიდის ჩოგბურთში ტურნირი გაიმართა.
გოგონებს შორის გამარჯვება მოიპოვა სოფელ კამარლოს საჯარო სკოლის გუნდმა, ხოლო ვაჟებს შორის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის გუნდმა.
გამარჯვებულ გუნდებს მერიის სახელით თასები გადაეცათ.
კახა ოქრიაშვილი გამოდის ინიციატივით, რომლის მიხედვით, “მაღალმთიანის“ სტატუსის გარეშე დარჩენილი სოფლები კანონით გათვალისწინებული შეღავათებით მაინც ისარგებლებენ
დმანისისა და წალკის მაჟორიტარის კახა ოქრიაშვილის ინიციატივით, “მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის.
კანონის მოქმედი რედაქციით, მაღალმთიანის სტატუსის მიღება ხუთი კრიტერიუმის დაკმაყოფილების შედეგადაა შესაძლებელი. მაჟორიტარის ინიციატივის გათვალისწინებით კი, მთავრობას ენიჭება უფლებამოსილება განსაკუთრებულ შემთხვევებში, ზღვის დონიდან შესაბამის სიმაღლეზე მდებარეობის მიუხედავად, დასახლებას მაღალმთიანის სტატუსი მიანიჭოს. საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, განსაკუთრებული შემთხვევების ჩამონათვალს საქართველოს მთავრობა თავად განსაზღვრავს.
ინიციატორის განმარტებით, ცვლილებების აუცილებლობა მსგავსი გეოგრაფიული თუ დემოგრაფიული პირობების მქონე სოფლებს შორის შექმნილმა უთანასწორობამ გამოიწვია. კერძოდ, დმანისის მუნიციპალიტეტის 58 დასახლებული პუნქტიდან 49 დასახლებას მაღალმთიანის სტატუსი აქვს, ხოლო დარჩენილ ცხრას, რომელთაგან ზოგიერთის მდებარეობა უმნიშვნელოდ განსხვავდება სტატუსის მქონე სოფლებისგან, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი არ გააჩნია. შესაბამისად, ქალაქი დმანისი და დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლები ტნუსი, ქცია, დიდი დმანისი, პატარა დმანისი, ვარდისუბანი, იაღუფლო, მაშავერა და პანტიანი ვერ ახერხებენ კანონით გათვალისწინებული სოციალური, საგადასახადო და სახელფასო დანამატებითა და შეღავათებით სარგებლობას.
“შექმნილ ვითარებას უსამართლობად მიიჩნევს ადგილობრივი მოსახლეობაც. დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების გარდა, ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას სხვა მუნიციპალიტეტების არაერთი დასახლებული პუნქტიც“, - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.
კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.
ბოსლების საჯარო სკოლაში შემოდგომის ფესტივალი გაიმართა! სკოლის აღსაზრდელებმა, წარმოადგინეს მხატვრულ ლიტერატურული კომპოზიცია, შემოდგომის თემაზე.
მიმდინარე წლის, 30 ოქტომბერს, საფინანსო ანალიტიკური სამსახურის მიერ, ჩატარდა ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავს, დმანისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ააიპ- იების საქმისწარმოების ავტომატიზირებულ სისტემაზე (e document) გადაყვანას.
მიმდინარე წლის, 30 ოქტომბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ქვემო ქართლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლებისთვის, ჩატარდა ტრენინგი კაპიტალური ინვესტიციების დაგეგმვის საკითხებზე.
დმანისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება ! სოფელ ვარდისუბანში სარიტუალო დარბაზის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
დმანისის მუნიციპალიტეტსა და შპს "Geocommerce"-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, დაიწყო დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფ: დალარის მისასვლელ გზაზე არსებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
20-21 ოქტომბერს ქალაქ თბილისში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა კიკბოქსინგში. ტურნირში მონაწილეობა დმანისის ააიპ ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის აღსაზრდელებმა მიიღეს.
"ტურნირი შემდეგი შედეგით დასრულდა: გიორგი მარტიაშვილი პირველი ადგილი, რავილ აბდურახმანოვი პირველი ადგილი, ლუკა ავალიშვილი, ემილ ნაბიევი და საბა მარტიაშვილი მეორე ადგილებს დასჯერდნენ“
- ისაუბრა გუნდის მწვრთნელმა ლერი ავალიშვილმა.
მიმდინარე წლის 13-18 ოქტომბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით, სოფელ ცურტავში ვეტერანი ფეხბურთელების ხსოვნისადმი მიძღვილი ტურნირი ქვემო ქართლის ფეხბურთის გუნდების მონაწილეობით გაიმართა. ტურნირში პირველი ადგილი დმანისის ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის ფეხბურთის გუნდმა "დმანისის აისმა" მოიპოვა. გამარჯვებულ გუნდს ტურნირის ორგანიზატორებისაგან გადაეცათ თასი და სიგელები.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის, საკონფერენციო დარბაზში, მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან
ააიპ „დმანისის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების“ სამსახურმა, თავის დაქვემდებარებაში შემავალ, 9 საბავშვო ბაღს, შეუძინა შიდა სასრიალოების მოწყობილობა, სათამაშოები, საწოლები და ტანსაცმლის საკიდი კარადები
მიმდინარე წლის, 23 ოქტომბერს, დმანისის მუნიციპალიტეტს, აშშ-ის საელჩოსგან, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, გრანტის სახით, გადმოეცა 94,370.00 აშშ დოლარის ღირებულების სატრანსპორტო საშუალება - გრეიდერი.
დღეს, სოფელ ამამლოში, იმყოფებოდა ქ. თბილისის ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, საპატრიარქოს პროექტის ,,განსწავლა" ფარგლებში.
ექიმთა ჯგუფი შეხვდა მოსახლეობას, ისაუბრეს ტუბერკლუზის შესახებ, მის დროულ დიაგნოსტიკასა და მკუნალობაზე. მსურველებს ჩაუტარდათ გამოკვლევები და მიეცათ შესაბამისი დანიშნულება. ,, ტუბერკულოზი, ეს არის დაავადება, რომელიც ჰაერ- წვეთოვანი გზით გადადის დაამიტომ, სწრაფად უნდა იქნეს, ყურადღება გამახვილებული ამ ფაქტორზე, რომ დროული გამოვლენის შემდგომ, თავიდან იქნას აცილებული, ოჯახის და სხვა საზოგადეობის წევრების დაავადების გადადების რისკის შემცირება. ტუბერკულოზის მკურნალობა უფასოა და დაინფიცირებულ პირს, შეუძლია ისარგებლოს , სახელწმიფოს სრული ფინანსური მხარდაჭერით. დღეს, სოფელ ამამლოში, შედგა ჩვენი სამუშაო შეხვედრა, სამომავლოდ, მერიის სოციალური სამსახურის მხარდაჭერით ვგეგმავთ სოფელ ირგანჩაიში ვიზიტს." - ისაუბრა ქ. თბილისის ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ამბულატორიის სამსახურის ხელმძვანელმა ქალბატონმა ლეილა გოგინაშვილმა.
შეხვედრას ორგანიზება გაუკეთა დმანისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, მეგი ედიბერიძემ
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს დმანისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ღობნისძიებათა 2018 - 2019 წლის სამოქმედო გეგმა.
საბჭო განსაზღვრულია 12 წევრისაგან, რომელსაც ხელმძღვანელობს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე - სოფიო ასლამაზაშვილი.
გენდერული თანასწორობის საბჭო არის საკრებულოს სათათბირო–საკონსულტაციო ორგანო, რომელიც "გენდერული თანასწორობის შესახებ" საქართველოს კანონისა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე დისკრიმინაციისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით.
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გეგმიური სხდომა გამართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხზე იმსჯელეს.
საკრებულომ 2018 წლის 19 ოქტომბერს სხდომაზე განიხილა და დაამტკიცა შემდეგი საკითხები:
დადგენილება: „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.’’
განკარგულება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.’’
განკარგულება: ,,2018 წელს დმანისის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი პროექტების მოწონების თაობაზე ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №122 08 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.’’
დმანისელი სპორტსმენის წარმატება საერთაშორისო არენაზე - ვერცხლის მედალი მკლავჭიდში მსოფიოს პირველობაზე
დმანისელმა ახალგაზრდა სპორტსმენმა, ნოდარ ციხელაშვილმა, ქალაქ ანტალიაში გამართულ მსოფლიო პირველობაზე მკლავჭირდში, 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში, წარმატებით იასპარეზა, მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
აღსანიშნავია, რომ ნოდარ ციხელაშვილი არის საქართველოს ორგზის, ევროპის და ახლა უკვე მსოფლიოს პრიზიორიც.