2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 16 წელი გავიდა. საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების პატივსაცემად, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა მოადგილეებთან, საკრებულოს წევრებთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ომში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
დეკანოზმა გუარამმა დაღუპული მებრძოლი გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.