28 აგვისტოს, სადღესასწაულო წირვის შემდეგ, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის პროტოსინგელოსმა დიონისე გვიმრაძემ და დეკანოზმა გიორგი ანდიაშვილმა, დმანისის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო მონუმენტთან ახლად აღმართული ,,ქართული ჯვარი" აკურთხეს.
ჯვრის კურთხევის ცერემონიალს დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა. მუნიციპალიტეტი მადლობას უხდის ,,ქართული ჯვრის" ავტორსა და ინიციატორს ბატონ გულივერ დავითულიანს.