დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ფესტივალი "Art-გენი 2024" გაიმართა.
მაყურებლის წინაშე წარდგნენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები, მომღერალ ბავშვთა/ ახალგაზრდული ჯგუფები, რეგიონი და შერეკილები.
ფესტივალის პარალელურად წარმოდგენილი იყო რეწვისა და ნახატების გამოფენა. პროექტის ძირითად მიზანს საქართველოს ხალხური და ტრადიციული შემოქმედების პოპულარიზაცია წარმოადგენს.