დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი, მერის პირველი მოადგილე კახა პეტრიაშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ომიაძე და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული და ნაყოფიერი წელი უსურვეს.
სასწავლო წელი დმანისის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში განახლდა.