დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, პირველ მოადგილესთან, კახა პეტრიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ოლეგი გოშუანთან ერთად, სტიქიის შედეგად საქართველოს მაღალმთიანი რაიონებიდან (ეკომიგრანტები) დმანისის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე გადმოსახლებული ოჯახების საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების
სახურავების რეაბილიტაციის სამუშაოები ადგილზე შეაფასა.
,,ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანდებით ამ ეტაპზე 27 სახლის სახურავის რეაბილიტაცია დასრულდა და 30 სახურავის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ღირებულება შეადგენს 52 5118 ლარს. აღნიშნული პროგრამა მომავალშიც განხორციელდება"-განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა.