ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მერიების მხარდაჭერით, გიდებისა და ტუროპერატორებისათვის საინფორმაციო ტური „შეიცანი ქვემო ქართლი“ ჩატარდა. ტურის ფარგლებში ვიზიტორებმა დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი და ნაქალაქარი დათვალიერეს.
ტურის მიზანს წარმოადგენდა, ქვემო ქართლში არსებული, მრავალმხრივი და მრავალფეროვანი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა-პოპულარიზაცია და თემით დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციების ინფორმირების ხელშეწყობა. მსგავსი ტიპის აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება.