დმანისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება გრძელდება
მორიგი სოციალური აქცია რაგბის კლუბმა დმანისის „ყოჩებმა“ განახორციელა. მორაგბეებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საკუთარი სახსრებით სოციალურად დაუცველ ოჯახებს სასურსათო პაკეტები გადასცეს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა ორგანიზატორებს, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.