დმანისის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული ფესტივალი 2024 გაიმართა
ღონისძიების ფარგლებში, ახალგაზრდულ სივრცეში, მერის ახალგაზრდული სათათბიროს ორგანიზებით სამაგიდო თამაშები, ტენისი და ბადმინტონის ტურნირი ჩატარდა.
ღონისძიება დაასრულა ბენდმა 1/4 და ლინდა ადამიამ, მათ მსმენელისთვის არაერთი კარგად ნაცნობი და საყვარელი სიმღერა შეასრულეს.
ახალგაზრდულ ფესტივალს, დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდნენ.