დმანისის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს ორგანიზებით, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა ადგილობრივი ქალბატონებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
,,ავერსის კლინიკის" მეან-გინეკოლოგმა, ენდოკრინოლოგმა მამოლოგმა და ონკოლოგმა დამსწრე საზოგადოებას გავრცელებული დაავადებების რისკებზე და პრევენციულ ღონისძიებებზე ვრცელი ინფორმაცია მიაწოდეს.
ასევე მისცეს რჩევები თუ რა შემთხვევაში უნდა მიმართონ ექიმს, რათა მოხდეს ავადმყოფობის დროული გამოვლინება. შეხვედრა, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.