დმანისის მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წლის 5 ივნისიდან ,,ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების ქვეპროგრამის ფარგლებში, სამეწარმეო უნარების და გენდერულ საკითხებზე ცნობიერების გაზრდის გზით" დააფინანსებს 15 ქალს ქალაქ ბოლნისში მდებარე ,,ზრდასრულთა განათლების სასწავლო ცენტრში" მათთვის სასურველ სასწავლო მიმართულებაზე.
,,პროგრამა შემუშავდა გასულ წელს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიასა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს CENN-ს შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის შესაბამისად. პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა ქალთა ფორმალურ და არაფორმალურ კურსებზე ჩარიცხვისა და სწავლის გაგრძელების ხელშეწყობა, რომლის ფარგლებში შემოსული განცხადებები შესწავლილი იქნა და 15 ქალს მათთვის სასურველი სასწავლო კურსები დაუფინანსდებათ ქალაქ ბოლნისში მდებარე ,,ზრდასრულთა განათლების სასწავლო ცენტრში" მათთვის სასურველ სასწავლო მიმართულებაზე. სწავლება გაგრძელდება 2 თვის განმავლობაში და სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები" - ისაუბრა მერიის ჯანმრთელობის, სოციალური და ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა მეგი ედიბერიძემ.