მიმდინარე წლის 19 ივლისს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, გუბერნატორის მოადგილემ ალექსანდრე მეტრეველმა და დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს და 2018 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ იმსჯელეს.
მიმდინარე წლის 17 ივლისს კომპანია ,,RMG'' - იმ გარემოსდაცვითი პროგრამის პრეზენტაცია გამართა.
პრეზენტაცია სასტუმრო ,,Rooms" -ში 12:00 საათზე დაიწყო, რომელსაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, ქვემო ქართლის გუბერნატორი, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვით თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ასაშენებლად მუნიციპალიტეტი საჭირო თანხას მთავრობისგან მიიღებს.
მიმდინარე წლის 12 ილისს დმანისის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა.
მობილური ლაბორატორია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერაში იყო განთავსებული და ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა საშუალება ჩაეტარებინა С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი.
მიმდინარე წლის 11 ივლისს ,,ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის" დმანისის სახელმწიფო დრამატულ თეატრში წარმოდგენილი იქნა სპექტაკლი ,,ჭური”.
სცენაზე გაცოცხლდა საქართველოს წარსული და აწმყო, ჩვენი ერის მდიდარი ხალხური პოეტური ნიმუშები.
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქალთა ოთახის ორგანიზებით სოფლად მცხოვრებ ქალბატონებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ქალთა მიმართ ძლადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ 2017 წლის 4 მაისს N761 ბრძანების გაცნობას.
პროექტის ფარგლებში ,,არა ოჯახში ძალადობას" დმანისის მუნიციპალიეტის გამგეობის ქალთა ოთახისა და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით მოსახლეობასთან ტრენინგი ჩატარდა. პროექტს ,,არა ოჯახში ძალადობას" ახორციელებს ასოციაცია ,,მრავალეროვანი საქართველოს ქალები" ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთის რეგიონში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მიმდინარე წლის 4 ივლისს, ქალაქ დმანისში გაიმართა მუნიციპალიტეტის პირველობის ფინალური შეხვედრა ფეხბურთში.
ერთმანეთს შეხვდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ააიპ ,,დმანისის ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის“ გუნდები. საკმაოდ დაძაბული თამაში დამთავრდა გამგეობის გუნდის გამარჯვებით.
გამარჯვებულ გუნდს გადაეცა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ დაწესებული თასი.
მიმდინარე წლის 3 ივლისს დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა.
მობილური ლაბორატორია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ იფნარის ამბულატორიის შენობასთან იყო განთავსებული და ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა საშუალება ჩაეტარებინა С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი
მიმდინარე წლის 30 ივნისს ააიპ ,,დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის” საესტრადო სტუდია ახალი სახელწოდებით „მიქსი“ წარსდგა მაყურებლის წინაშე და ერთი ლამაზი საღამო აჩუქა მათ.
სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სხვადასხვა ასაკის შემსრულებლები, რომლებმაც ჟანრობრივი მრავალფეროვნებით მოიწონეს თავი. კონცერტში სტუდიის აღსაზრდელებთან ერთად მონაწილეობა მიიღო სტუდიის ხელმძღვანელმა მარიამ ქოჩორაძემ. საღამოს სიურპრიზების გარეშე არ ჩაუვლია. სტუდიის აღსაზრდელმა გოგა მურჯიკნელმა სტუდიის ხელმძღვანელის მარიამ ქოჩორაძისა და მუსიკალური გამფორმებლის ვასილ დაუთაშვილისაგან საჩუქრად მიიღო გიტარა.
მიმდინარე წლის 28 ივნისს ქალაქ დმანისში N2 საჯარო სკოლის მინი სტადიონზე ჩატარდა მუნიციპალიტეტის პირველობის მორიგი მატჩი ფეხბურთში.
ერთმანეთს შეხვდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს გუნდები. შეხვედრა დამთავრდა გამგეობის გუნდის გამარჯვებით.
ამავე სტადიონზე, 1 ივლისს 17.00 საათზე გაიმართება ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს და ააიპ“დმანისის ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის“ გუნდების შეხვედრა.
27-28 ივნისს, ტრენინგი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის სასტუმრო „ლოპოტა სპა რეზორტში“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ფინანსური მხარდაჭერით, სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაცია-ქალთა საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით, ჩატარდა.
ტრენინგის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები მასზედ, რომ მათ წარმატებით გაიარეს სასწავლო კურსი: ,,გენდერული თანასწორობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხები ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის".
დმანისში გაიმართა მუნიციპალიტეტის პირველობის მორიგი მატჩი ფეხბურთში
მიმდინარე წლის 25 ივნისს ქალაქ დმანისში N2 საჯარო სკოლის მინი სტადიონზე ჩატარდა მუნიციპალიტეტის პირველობის მორიგი მატჩი ფეხბურთში.
ერთმანეთს შეხვდნენ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს და შპს ,,სოკარ ჯორჯია“ გაზი, აღმოსავლეთის რეგიონული ოფისის დმანისის სერვის ცენტრის
24-25 ივნისს, ააიპ ,,დმანისის ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის“ და კლუბ „არწივი“-ს ინიციატივით, დმანისის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრის დარბაზში, კიკბოქსინგში ქვემო ქართლის ტრადიციული ღია პირველობა ჩატარდა.
ღონისძიებას დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, კლუბ „არწივის“ დამფუძნებელი ლერი ავალიშვილი, სპორტსმენები და სხვა მიწვეული პირები დაესწრნენ.
დმანისის მუნიციპალიტეტს წარადგენს ქალაქ დმანისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ანი სუბელიანი.
ფინალური კონკურსის საპრიზო ადგილების მფლობელებს ფულადი პრიზები და საჩუქრები გადაეცემათ.
მიმდინარე წლის 23 ივნისს დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა დმანისის მუნიციპალიტეტში დევნილი ოჯახებისთვის გადაცემული სახლები მოინახულეს.
„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში
მიმდინარე წლის 23 ივნისს ქალაქ დმანისის N2 საჯარო სკოლის მინი სტადიონზე დაიწყო მუნიციპალური შეჯიბრი ფეხბურთში.
ინიციატორი და ორგანიზატორია გამგეობის განთლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.
მხარდამჭერი დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
მიმდინარე წლის 24-25 ივნისს ქალაქ დმანისში ააიპ ,,დმანისის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრის დარბაზში ჩატარდება ქვემო ქართლის ტრადიციული ღია პირველობა კინგ-ბოქსინგში ინიციატორი ააიპ ,,დმანისის ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლა და კლუბი” „არწივი“.
მხარდამჭერები: დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობა, გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური“, ააიპ ,,დმანისის ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლა“, ააიპ ,,დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი“.
ღონისძიებას დაესწრებიან მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები. განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის თანამშრომლები.
პროგრამა იყო მრავალფეროვანი. ბავშვები თავისი შემოქმედებით წარსდგნენ მშობლებისა და საზოგადოების წინაშე. სამსახიობო მონაცემებით და სხვადასხვა უნარებით დაჯილდოებულმა პატარებმა მაყურებლის ოვაციები დაიმსახურეს.
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ აღმზრდელებს და მშობლებს უსურვეა წარმატებები და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასულ პატარებს გზა დაულოცა.
მიმდინარე წლის 15 ივნისს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლერი ბერუაშვილი, გამგებელი გოგი ბარბაქაძე, გამგებლის მოადგილე არიფ სულეიმანოვი და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ბელა ტატუაშვილი სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლას ესტუმრნენ. სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგიურ კოლექტივს სასწავლო წლის დამთავრება მიულოცეს და ქართულენოვან მინი ბიბლიოთეკას დამატებითი კლასგარეშე ლიტერატურა გადასცეს საჩუქრად.