დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ, ღონისძიებაში „ილიაობა“ მიიღო მონაწილეობა.
სახალხო დღესასწაული საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმში ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებმა მიიღეს, სადაც წარმოდგენილი იყო თითოეული მუნიციპალიტეტის ეთნო კუთხეები და საგამოფენო სივრცეები. შემოქმედებითი ჯგუფების მიერ გაიმართა კონცერტი.
ილიაობას ესწრებოდნენ: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მოადგილე კახა კობერიძე, მუნიციპალიტეტების მერები და მოწვეული სტუმრები.
ილიაობის სახალხო დეღესასწაულის აღნიშვნა 2014 წლიდან დაიწყო და ყოველ წელს სხვადასხვა მხარის მუნიციპალიტეტები მასპინძლობენ.