დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა.
თავისუფლების ხეივანში მოეწყო დრამერების მსვლელობა. ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი გაიმართა.
დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, დამსწრე საზოგადოებას, დამოუკიდებლობის დღე საქართველოს ჰიმნის თანხლებით მიულოცეს.
ღონისძიების დასასრულს პატარა მონაწილეებმა ჰაერში ბუშტები გაუშვეს.